GE
AktualMed.ge

თურქეთი მდგრადი ტურიზმის სფეროში წამყვან ქვეყნებს შორისაა

Faydalı Məlumat - 17 dek 2023
თურქეთი მდგრადი ტურიზმის სფეროში წამყვან ქვეყნებს შორისაა

თურქეთი მდგრადი ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 2022 წლის დასაწყისში მან GSTC-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ამ ორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, განისაზღვრა მიგნებები, რომლებსაც უნდა მიჰყვეს ქვეყანა, იმისათვის, რომ გამოიყენოს ტურიზმის ხელშემწყობი ყველა პრაქტიკა და ამ სფეროში მეტად განვითარდეს.

თურქეთსა და GSTC-ს შორის დაიდო 3-წლიანი ხელშეკრულება, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა მდგრადი ტურიზმის ეროვნული პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს თურქეთის ტურიზმის მდგრად განვითარებას და ამ კუთხით ყველა პრობლემის დაძლევას. აღსანიშნავია, რომ იგი ხორციელდება ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და მისი პირველი ეტაპი 2023 წელს, მეორე ეტაპი 2025 წელს, მესამე კი, 2030 წლისთვის დასრულდება.

GSTC-მ თურქეთის პავილიონში მოაწყო უნიკალური კონფერენცია - COP 28, რომელიც სწორედ მდგრად ტურიზმზე იყო ორიენტირებული.  იგი ეხებოდა კლიმატის ცვლილებებს, რომელიც ფოკუსირებული იყო ქვეყნის ეროვნულ მდგრადი ტურიზმის გაფართოებაზე. კაბადოკიის უნივერსიტეტის რექტორის, ჰასან ალი კარასარის მოდერატორობით გამართულ პანელს, თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) ხელმძღვანელობის წევრი, ქაან ქაშიფ ქავალოღლუ, TGA-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი ელიფ ბალჩი ფისუნოღლუ, GSTC-ის ვიცე-პრეზიდენტი რამქუმარი და თურქეთის სასტუმროების ფედერაციის (Türofed) პრეზიდენტი, ერქან იაღჯი დაესწრო.

რამქუმარმა პანელზე აღნიშნა: „მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემაა და ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ მსჯელობს ტურისტული ინდუსტრიის საგზაო რუქების საფუძვლებზე. თურქეთმა უკვე დაიწყო ამ  პროგრამის განხორციელება ყველა განსახლების ობიექტში და შედეგად ახლა გვაქვს ასობით სერტიფიცირებული და დამოწმებული სასტუმრო. ამრიგად, თურქეთი ახლა ტურიზმის მდგრადობის სფეროში მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მან.

TGA-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ელიფ ბალჩი ფისუნოღლუმ ისაუბრა პროგრამის სტრუქტურასა და მის ფუნქციონირებაზე: „ჩვენი მდგრადობის მყარი საფუძველი 2008 წლიდან იწყება, როდესაც კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ დაიწყო „მწვანე ვარსკვლავის“ პროგრამა. მას შემდეგ, რაც თურქეთმა 2021 წელს ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, ჩვენი პროგრესი უფრო მეტად დაჩქარდა და 2022 წელს უკვე ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას GSTC-თან. 2023 წელი იყო ჩვენი პროგრამის დასაწყისი და ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისმა მუშაობამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. თურქეთში მილიონობით განსახლების ობიექტი ახლა უკვე ოფიციალურად სერტიფიცირებული და დამოწმებულია“.

 

მნიშვნელოვანია TGA-ის საბჭოს წევრის,  ქაან ქაშიფ ქავალოღლუს კომენტარიც: " 2030 წლისთვის "ჩვენ საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის, რომელშიც ტურისტული ინდუსტრიით დაინტერესებული ყველა მხარეა ჩართული, 100%-იანი სერტიფიცირება გვექნება. ამიტომ, როგორც თურქული ტურისტული ინდუსტრია, ჩვენ ვამაყობთ და მოხარულები ვართ, რომ თურქეთი მდგრად ტურიზმში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა".

თურქეთის მდგრადი ტურიზმის ეროვნულ პროგრამას აქვს ოთხი ძირითადი პრიორიტეტი: "მდგრადი მენეჯმენტი", "კულტურული ზემოქმედება", "სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება" და "გარემოზე ზემოქმედება".  თურქეთს აქვს ასევე 5 "მწვანევარსკვლავიანი" რესტორანი, რომელიც აჩვენებს იმას, რომ  თურქეთის გასტრონომიული ეკოსისტემა  კარგად აცნობიერებს თანამედროვე მდგრად მიდგომებს და მრავალ ახალ პრაქტიკას ნერგავს ამ კუთხით.

 თურქეთის სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტმა ერქან  იაღჯიმ კი აღნიშნა: „მდგრად ტურიზმზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა და ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჩვენი სერტიფიცირებული სასტუმროები მოგზაურთა პრეფერენციების სიის სათავეში ადიან“.

 TGA-ს პროგრამის პარტნიორმა, კაბადოკიის უნივერსიტეტის რექტორმა, ჰასან ალი ქარასარმა კი აღნიშნა, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო განავითარებს ტურისტული ობიექტების სტანდარტებს და ხელს შეუწყობს ტურისტული პრაქტიკის პოპულარიზაციას.  „ჩვენ ვახორციელებთ აქტივობებს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით“.