GE
AktualMed.ge

„საახალწლო მარშრუტები“ თურქეთში - სტამბოლი, კაბადოკია და ანტალია

Faydalı Məlumat - 26 dek 2023
„საახალწლო მარშრუტები“ თურქეთში - სტამბოლი, კაბადოკია და ანტალია

რას იტყვით ახალი წლის სტამბოლში, კაბადოკიასა და ანტალიაში გატარებაზე? ეს ის ქალაქებია, რომლებიც ბევრი ტურისტის სამოგზაურო სიის პირველ სამეულშია.  მათ, ვისაც სურს 2024 წლის პირველი წუთები ჯადოსნურად და ყველაზე გამორჩეულად გაატაროს,   ყურადღებით უნდა წაიკითხოს ეს სტატია.

სტამბოლში სულ სხვა ატმოსფეროა....

აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე მომაჯადოებელი ქალაქი სტამბოლი უამრავ სანახაობას სთავაზობს ხელოვნების, მუსიკისა და კულტურის მოყვარულთ.  ამ მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით ცნობილ ქალაქში  თანამედროვე და ანტიკური სამყარო ერთმანეთს ერწყმის.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი მოხვდა ჟურნალ Travel + Leisure - ის   „2024 წლის საუკეთესო სამოგზაურო 50 ადგილს შორის. რაც შეეხება მის სამზარეულოს, სასტუმროებსა და რესტორნებს, დამეთანხმებით, რომ სიტყვა არ ითქმის, რადგან მათ MICHELIN Guide-ი   უწევს განსაკუთრებულ რეკომენდაციას. სტამბოლში მზიანი დღეებით შეგიძლიათ დეკემბრის თვეშიც კი ისიამოვნოთ, ასევე ისეირნოთ ხალხმრავალ ცოცხალ ქუჩებში და დატკბეთ მაღაზიებიდან გამოსული საოცარი ყავი სურნელით.

კაბადოკია - ნამდვილი ზღაპრული ქალაქი

კაბადოკია საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს ახალი წელი უჩვეულო და ზღაპრულ გარემოში აღნიშნოს. კაბადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ფორმის კლდეებით, გორემეს ეროვნული პარკით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებით და ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქებით. თუ გადაწყვეტთ მანდ ჩასვლას, თქვენ მოგიწევთ დარჩეთ კლდეში ნაკვეთ უძველეს, თუმცა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასტუმროებში, რომლებიც პარალელურად შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.

ანტალია - გაატარეთ ახალი წელი ხმელთაშუა ზღვის მზის ქვეშ

თურქული რივიერას შუაგულში მდებარე ანტალია არის ქალაქი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ თბილი მზიანი ამინდით დეკემბრის თვეშიც კი. უნიკალური სილამაზით, ისტორიით, კულტურითა და არქეოლოგიური სანახაობებით ანტალია გთავაზობთ საუკეთესო მოგზაურობას, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

თურქეთის ეს უდიდესი საკურორტო ქალაქი ჩვენს გონებაში მხოლოდ ზღვასთან და ლამაზ სასტუმროებთან ასოცირდება, თუმცა, გარდა ამისა, ანტალია გამოირჩევა უფრო მრავალფეროვანი სანახაობით, სხვადასხვა აქტივობით,  ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და მრავალი დასალაშქრი ადგილით, რომელთა მონახულებაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. იგი შესანიშნავი ქალაქია საოჯახო დასვენებისთვის. ასევე თქვენ შეგიძლიათ, ზაფხულის მსგავსად, ზამთარშიც მიიღოთ მონაწილეობა  საღამოობით ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომლებიც განსაკუთრებულად გესიამოვნებათ მოგზაურობის პერიოდში.