GE
AktualMed.ge

აღმოაჩინეთ თურქეთის ულამაზესი სანაპირო ქალაქები იახტის ტურების მეშვეობით

Maraqlı - 18 iyn 2025
აღმოაჩინეთ თურქეთის ულამაზესი სანაპირო ქალაქები იახტის ტურების მეშვეობით

სამი მხრიდან - ხმელთაშუა ზღვით, ეგეოსითა და შავი ზღვით გარშემორტყმული თურქეთი იახტინგის კუთხით  საუკეთესო მიმართულებას წარმოადგენს.   ქვეყნის ვრცელი სანაპირო ზოლი, სანაპიროები და თვალწარმტაცი ყურეები ნამდვილი სამოთხეა იახტების მოყვარულთათვის. თურქეთის სანაპიროზე ასევე  განთავსებული ნავსადგურები მაღალი დონის სერვისსა და ინფრასტრუქტურას სთავაზობს მოგზაურებს. მათ შორის რესტორნებს, სპა-ცენტრებს, ფიტნეს ცენტრებს და სავაჭრო ცენტრებს.   იახტების მოყვარულებს ასევე შეუძლიათ პარალელურად დააგემოვნონ თურქული სამზარეულოს გემრიელობებიც.

ანტალია — მზიანი დღეებისა და იახტების ქალაქი

ანტალია, სადაც წელიწადის 300 დღე მზე ანათებს,  წარმოადგენს ოთხივე სეზონის იდეალურ იახტინგის ცენტრს.  აღსანიშნავია, რომ აქ ნავმისადგომები მთელ სანაპიროზეა გაშლილი — ისტორიული კალეიჩის პორტიდან ალანიას სანაპირომდე, ასევე ქემერის ყურეებზე,   ქაშისა და კეკოვას ბუნების სილამაზეებზე. აქ საოცარი სერვისებია: ტექნიკური,  საშხაპე, ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი ოთახები,   ბანკომატები, ასევე ნავების ამწე/დამშვებები და სხვ.    საგულისხმოა  ანტალიის ზოგიერთი მარინა სარესტორნე ზონებით, სპა  სხვა მრავალფეროვანი მომსახურებებით. მათი ნაწილი პრემირებულია და Blue Flag-ს სტატუსიც აქვს. 

ანტალია, რომელსაც ყველაზე მეტი ლურჯი დროშის (Blue Flag) სტატუსის მქონე  სანაპირო აქვს თურქეთსა და მსოფლიოში, იდეალურია მზის აბაზანების, ცურვისა და დაივინგისთვის. ამ მხრივ,   აღსანიშნავია კურორტი კაში,  რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სკუბა-დაივინგის ლოკაციად ითვლება.  საგულისხმოა , ველნეს  და გოლფის ცენტრები, უძველესი ქალაქები და სხვ.   მოგეხსენებათ, ხორციელდება  "ღამის მუზეუმების პროექტი", რომელიც მნახველებს ღამითაც სთავაზობს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ნახოთ  ანტალიის, ალანიასა და ნეკროპოლისის მუზეუმები, აგრეთვე ასპენდოსის, პატარასა და სიდეს არქეოლოგიური ძეგლები ზაფხულში საღამოს 10 საათამდე.  

მუღლა - სადაც ორი ზღვა ერთმანეთს ხვდება

მუღლა - თურქეთის ტურიზმის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც  მდებარეობს ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების გასაყარზე და ასევე წარმოადგენს იახტების წამყვან დანიშნულების ადგილს. აღსანიშნავია ბოდრუმი, რომელიც გთავაზობთ მდიდრულ ნავსაყუდლებს 24-საათიანი დაცვით და VIP სერვისებით, როგორიცაა გოლთურქბუქუ (Göltürkbükü)  და საუკეთესო  ნავსაყუდელის (იახტებისთვის)  ჯილდოს მფლობელი იალიკავაკი  (Yalıkavak). ისინი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს უსაფრთხო და თანამედროვე ნავმისადგომს, საუკეთესო კეთილმოწყობას იახტებისთვის - ელექტროენერგიიდან დაწყებული შხაპებით დამთავრებული.  მარმარისი მნახველს ხიბლავს თავისი ბუნებრივი ნავსადგურითა და პრემიუმ მარინებით, რომლებიც აღჭურვილია დამცავი ტალღამტეხებით (breakwaters) და  უსაფრთხო სადგომებით ყველა ამინდის პირობებში.  

  მუღლა  სანაპიროსთან ერთად , სტუმრებს სთავაზობს სხვა მრავალფეროვან გარე აქტივობებსაც,  მაგ, ლიკიურ ქალაქებს და საუკეთესო ეგეოსის სამზარეულოს, რომელის გემრიელობებიც აუცილებლად უნდა დაათვალ