ქემერის თვალწარმტაცი მარშრუტები
ქემერი ტურისტებში ძალიან პოპულარულია თავისი მიმზიდველი ბუნებითა და ულამაზესი ხედებით. იგი ანტალიიდან დაახლოებით 43 კმ-ში მდებარეობს. კურორტი იდეალურ დასასვენებელ ადგილად ითვლება მისი სამი მტავარი ღირებულებების გამო, ესენია: მასიური ტყე და ხელშეუხებელი ბუნება, საოცრად კამკამა ზღვა და მთების იდეალური ხედები. ქემერი აქტიური ცხოვრების მოყვარული ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილია. აქ უამრავი კლუბი და საღამოს გასართობი პროგრამებია წარმოდგენილი თავისი რესტორნებით, ბარებით, კაფეებით და ა.შ
Moonlight Beach - ეს არის ქემერის საუკეთესო ქვიშის სანაპირო ზოლი, სადაც ზღვა არც ისე ღრმაა და საკმაოდ იდეალური გარემოა შექმნილი დასვენებისთვის. ცენტრალური სანაპირო დაფარულია პატარა ფერადი კენჭებით. ზღვის ფსკერი კენჭოვანია, წყალი კი სუფთა და გამჭვირვალე. სანაპიროს ქარისგან ფაქტობრივად კუროს მთები იცავს. აღსანიშნავია, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგზაო ველო ბილიკი, რომელიც ქემერსა დ აბელდიბს შორის მდებარეობს. თვითონ ბელდიბში ზღვიდან 25 მეტრზე ბრწყინვალე გამოქვაბული მდებარეობს, ამიტომ ტურის ფარგლებში შეგიძლიათ ეწვიოთ. ასევე ველობილიკებს მოიცავს კემერ-გედელმეს, ჩალიშთეფე-ქემერის და ქემერ-ჩუქურიაილა-ბეიჯიქის მარშრუტები.
მწვერვალზე ასვლა - ტაჰტალის მთა
ტაჰტალის მთა თურქული რივიერას ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საოცრებაა. მთის ირგვლივ მარშრუტები გთავაზობთ ულამაზეს პანორამულ ხედებს, თუმცა ამასთან, იგი უნიკლაურ გამოწვევას სთავაზობს ველოსიპედისტებს. მარშრუტი ქემერსა და ტაჰტალის მწვერვალს შორის შეიძლება მოკლედ მოგეჩვენოთ, თუმცა სულაც არ არის მოკლე და მარტივი გასავლელი. ამ პერიოდის მნაძილზე დაუვიწყარი თავგადასავლები გელოდებათ.
ბრწყინვალე სანაპირო, რომელიც გადაჭიმულია ანტალიიდან მერსინამდე
თურქული რივიერას შესასწავლად ასევე შეგიძლიათ მოიაროთ სანაპირო ზოლი ანტალიიდან მერსინამდე. ეს საქალაქთაშორისო მარშრუტი იწყება კალეიჩიდან და გრძელდება უძველეს ანტიკურ ქალაქ სიდემდე, პამფილიის ყველაზე მნიშვნელოვან საპორტო ქალაქამდე. თქვენ კალეიჩში შეგიძლიათ ნახოთ რომაული პერიოდით დათარიღებული ადრიანეს კარიბჭე, რომელიც ატალიის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ უძველეს საგანძურად ითვლება.