იცოდით, რომ თურქეთის დასავლეთ შავი ზღვის რეგიონში არსებობს ორი ულამაზესი ქალაქი - საფრანბოლუ და დადაი, რომლებიც ძალიან მალე Cittaslow-ს ("ნელი ქალაქი") ასოციაციას შეუერთდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება 23 მარტს, ბელგიის ქალა დამეში გამართულ სხდომაზე იქნა მიღებული. სხდომაზე ორივე ქალაქი განიხილეს 72 სხვადასხვა სფეროში, რომელთა შორისაა ჰაერის ხარისხი, კანალიზაციის სისტემების გამართულობა, წიგნიერების დონე თუ ურბანული დაგეგმარების დინამიკა. ამჟამად, ასოციაციაში თურქეთის 25 ქალაქია მოხვედრილი.
საფრანბოლუ
საფრანბოლუ დასავლეთ შავი ზღვის რეგიონში, ქარაბუქის პროვინციაში მდებარეობს და იგი ცნობილია ულამაზესი ბუნებითა და უძველესი ტრადიციული სახლებით. საფრანბოლუ ერთადერთი ქალაქია თურქეთში, რომელიც ერთდროულად შედის როგორც იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ისე Cittaslow-ს ასოციაციაში. ქალაქის ამჟამინდელი სახელი მომდინარეობს მცენარე „ზაფრანას“ სახელწოდებისგან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხანია ხარობს ამ რეგიონში.
აღსანიშნავია რაიონის ოსმალური ხუროთმოძღვრების საოცარი ნიმუშები. ქალაქის ორი ათასი კლასიკური ოსმალური სახლი თურქეთის არქიტექტურის ყველაზე მდგრად საკულტო ნიმუშებად ითვლება. ისინი დათარიღებულია მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნეებით. ქალაქში არის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებიც, რომლებიც ძველი ურბანული სტრუქტურის საუკეთესო ნიმუშებ სწარმოადგენს. მაგალითად, Cinci Inn - ქალაქის მრავალრიცხოვანი ქარვასლა, Cinci Bath - ადგილი, სადაც კარგად არის წარმოდგენილი თურქული აბანოების ტრადიციული კულტურა. ასევე მეჰმედ ფაშასა და იზზეთ ფაშას მეჩეთი, რომელიც მთლიანად თლილი ქვისგან არის ნაშენები. რაიონის ერთ-ერთი სხვა აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა თურქული ყავის მუზეუმი, რომელიც საუკეთესოდ ასახავს თურქული ყავის ისტორიას.
დადაი
კასთამონუს ცენტრიდან 29 კილომეტრში მდებარეობს უძველესი ქალაქი დადაი, სადაც ძველად ცხოვრობდა მრავალი ცივილიზაცია. ამიტომაც მისი ქუჩები სოაცრად ასახავს ქალაიქს წარსულსა და კულტურულ მემკვიდრეობას. საინტერესო არქიტექტურასთან ერთად დადაიში ნახავთ ულამააზეს სალაშქრო ადგილებს, აუზებსა მღვიმეებს, რომლებიც უძველესი პერიოდით თარიღდება.
„ნელი ქალაქის“/ Cittaslow-ის ორგანიზაცია 1999 წელს იტალიაში შეიქმნა. იმისათვის, რომ ნებისმიერმა ქალაქმა მისი წევრობა დაიმსახუროს, მან 72 სხვადასხვა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს „ნელ ქალაქად“ პირველად აღიარეს სეფერიჰისარი, რომელსაც მოჰყვა ფინიკე, აჰლათი, აკიაკა, ეგირდირი, გოქჩეადა, ჰალფეთი, იზნიქი, ქემალიე, შავშათი, იენიფაზარი და სხვ.