მოკლე დროში, ველნეს ტურიზმი ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა.იგი არის ეფექტური გზა ფიზიკური გაახალგაზრდავებისა და სულიერი კეთილდღეობის სამყაროსკენ. ველნეს ტურიზმი გახლავთ ტრანსფორმაციული მოგზაურობა, რომელიც სცილდება ტრადიციულ არდადეგებს, ასევე, გთავაზობთ სიმშვიდის ადგილს, სადაც შეგიძლიათ გააცოცხლოთ თქვენი გონება, სხეული და შინაგანი სამყარო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით განხორციელდა 1,034.5 მილიონი ველნეს მოგზაურობა, ხოლო 2024–2029 წლებში კი ვარაუდობენ, რომ ველნეს ტურიზმის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2024-2029 წლებში 9,1% იქნება. ჰამამები, თერმული წყლები, თანამედროვე სპა-ცენტრები, იოგას რითრითები და ხმელთაშუაზღვის ჯანსაღი კვება თურქეთს სრულფასოვან ველნეს-გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ აღდგენაზეა ორიენტირებული. ამ მიმართულებით ქვეყნის ლიდერობა 2025 წელს Matador Network-მაც აღიარა და თურქეთი „საუკეთესო ველნეს მიმართულებად “ დაასახელა.
ჰამამი-საუკეთესო თურქული გამოცდილება
თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ველნეს გამოცდილება მისი საუკუნოვანი ჰამამის კულტურაა. თურქეთის ტრადიციული ორთქლის აბაზანა და ჰამამი გთავაზობთ გამოცდილებას, რომელიც ათბობს და ასუფთავებს კანს, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას და უზრუნველყოფს სიმშვიდესა და სტრესის მოხსნას. ჰამამები გავრცელებულია თურქეთის მთელ ტერიტორიაზე. ისტორიული ჰამამები, როგორიცაა სტამბოლის ზეირექ ჩინილის ჰამამი, (Zeyrek Çinili Hamam), რომელიც ჟურნალ „Time“-ის მიერ მსოფლიოს საუკეთესო ადგილებს შორისაა დასახელებული.
თერმული წყაროები - ბუნებრივი სამკურნალო რესურსი
თურქეთი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა თერმული წყაროების მხრივ. ქვეყანა თერმული რესურსების თვალსაზრისით მსოფლიოში მეშვიდე, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა. მინერალებით მდიდარი თერმული წყლები გამოიყენება რევმატიზმის, კანისა და სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ.წყლის ტემპერატურა კი 20-დან 110 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს და ხელს უწყობს სხეულის მოდუნებასა და გაჯანსაღებას. ყველაზე ცნობილი თერმული მიმართულებებია აფიონქარაჰისარი, ბურსა და ფამუქალე, თუმცა თერმული ცენტრები ქვეყნის ბევრ სხვა რეგიონშიც მდებარეობს.
სანაპირო ველნესი — მშვიდი ცხოვრება და ბუნებასთან კავშირი
ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები ველნეს-დასვენებისთვის იდეალური ადგილია. ადგილობრივი ზომიერი კლიმატი და ცხოვრების ნელი რიტმი ხელს უწყობს სრულფასოვან განტვირთვას. აღსანიშნავია, რომ იზმირში, ბოდრუმსა და ანტალიაში არის მაღალი კლასის სასტუმროები და თანამედროვე ველნეს-ცენტრები. სტუმრებს შეუძლიათ დროებით გამოეთიშონ ქაოსურ სამყაროს და მეტი დრო გაატარონ ბუნებაში და განიტვირთონ.