GE
AktualMed.ge

თურქეთმა 2023 წელს ტურისტული რეკორდი დაამყარა

Maraqlı - 2 fev 2024
თურქეთმა 2023 წელს ტურისტული რეკორდი დაამყარა

თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება. 2023 წელს მას ეწვია 56,7 მილიონი ვიზიტორი, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იან ზრდას ნიშნავს. კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ქვეყნის შემოსავალი ტურიზმის სფეროში  წინა წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 54,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზემოაღნიშნული რაოდენობები ქვეყნის რეკორდულ მაჩვენებლად გამოცხადდა.

რეკორდული ტურისტული მოთხოვნა

ზღვის, ქვიშისა და საზაფხულო დასვენების გარდა, თურქეთი მთელს მსოფლიოში ცნობილია კულტურის, ხელოვნების, გასტრონომიის, ველოტურიზმისა და რელიგიური ტურიზმის კუთხით. ამ თვალსაზრისით, მან 2023 წელს რეკორდი დაამყარა, 2024 წელს კი მის მიზანია ტურიზმის სფეროდან 60 მილიონი დოლარი შემოსავალი გამოიმუშავოს,  რაც თავისთავად ზრდად და განვითარებულ ტურიზმს ნიშნავს.

პირველი ქვეყანა, რომელმაც მთავრობის დონეზე  მოაწერა ხელი მდგრადობის ოქმს ტურიზმის სფეროში

თურქეთის ტურისტული წარმატების მიღმა დგას სტრატეგიული და პერსპექტიული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია  ვიზიტორებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გარემოს შექმნაზე. იგი მსოფლიოში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 2022 წელს მთავრობის დონეზე მიაღწია შეთანხმებას და   GSTC-თან  („გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭო“ )      გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ვალდებულებებსაც დღემდე ნათლად ასრულებს.    ამ პროგრამით თურქეთი გთავაზობთ მრავალფეროვან გამოცდილებას მოგზაურობის სფეროში, რაშიც მოვიაზრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, კომფორტულ სასტუმროებს, საინტერესო სალაშქრო მარშრუტებს, უძველესი კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულებას და სხვ.

თურქეთი- მრავალმხრივი დანიშნულება მთელი წლის განმავლობაში

გარდა საუკეთესო ტურისტული მიმართულებისა, თურქეთი ცნობილია თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც გარშემორტყმულია ლურჯი ზღვებითა და ულამაზესი ბუნებით. მან შეძლო და გადადგა გაბედული ნაბიჯები საკუთარი ტურისტული ღირებულებების დასაცავად, რაც დაინახა მთელმა მსოფლიომ.  თურქეთი კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად  ახორციელებს მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ გათხრებსა და აღდგენის პროექტებს, რაც უძველეს შენობებსა და ღირსშესანიშნაობებს უკავშირდება.  2023 წელს არქეოლოგიური პროექტების რაოდენობა 720-მდე გაზარდა. როგორც ამბობენ,  პროექტების რაოდენობა  750-ს მიაღწევს 2024 წელს თურქეთი კიდევ უფრო გააძლიერებს საკუთარ ტურისტულ მიმართულებას.  

თურქეთმა 2023 წელს ტურისტული რეკორდი დაამყარა