GE
AktualMed.ge

თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი

Maraqlı - 17 fev 2024
თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი

თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი (Türk ve İslam Eserleri Müzesi)- სულთნაჰმედის მოედანზე მდებარე მუზეუმი, ფატიჰის რაიონი, სტამბოლი, თურქეთი. მუზეუმის ნაგებობა აშენდა 1524 წელს და ის პარგელი იბრაჰიმ-ფაშას ყოფილ სასახლეს წარმოადგენს, რომელიც სულეიმან I-ის მეორე დიდი ვეზირი იყო. მკველვართა ნაწილი ამ სულთანს სულეიმანის დის, ჰატიჯე სულთანის მეუღლედაც მიიჩნევს.

მუზეუმის კოლექცია მოიცავს: ისლამური კალიგრაფიის, კერამიკის მხატვრობის, სამლოცველო ფარდაგების ნამუშევრებს. მუზეუმშ ასევე მოწყობილია ეთნოგრაფიული ჩვენებები, თურქეთში გავრცელებულ სხვადასხვა კულტურებზე. ექსპონატთა შორის, ძირითადად, მომთაბარე ხალხების კულტურის ამსახველი ნამუშევრებია დაცული. ამ ჩვენებებზე წარმოდგენილია ოთახები და საცხოვრებლები სხვადასხვა პერიოდიდან და რეგიონიდან.

მუზეუმისთვის გამოყენებული ადგილი წარსულში სასახლის საცერემონიო დარბაზს წარმოადგენდა. მუზეუმში დაცულია 40 000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომლებიც მოიცავს ხალიჩებს, ხის ნამუშევრებსა და ქვაზე კვეთის ნიმუშებს. თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი თურქეთში ერთ-ერთ უდიდესად მიიჩნევა. მუზეუმი მნიშნვნელოვან ადგილას მდებარეობს: მის მოპირდაპირედ მდებარეობს სულთან აჰმედის მეჩეთი (იგივე ცისფერი მეჩეთი). მისი არსებობის მრავალი წლის განმავლობაში, მუზეუმი არაერთხელ დასახელდა ისლამური ხელოვნების კერად. ეს დაწესებულება პირველია, რომელმაც თურქეთის ისლამური ხელოვნების ნიმუშები გააერთიანა. მუზეუმი დაარსების დღიდან ხშირად ქმნის და მონაწილეობას იღებს დროებით ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში. 1984 წელს, მუზეუმს გადაეცა სპეციალური ჟიურის ჯილდო ევროპული საბჭოს მიერ ორგანიზებულ წლის მუზეუმის ღონისძიებაზე. პრიზი მუზეუმს ევროპის საბჭომ და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომისიამ ერთობლივად გადასცა ბავშვებში კულტურული მემკვიდრეობს გრძნობის გაღვივებაში შეტანილი წვლილისათვის.

 
 
თურქული და ისლამური ხელოვნების მუზეუმი