GE
AktualMed.ge

იდუმალებით მოცული სკილას სკულპტურები თურქეთის ქალაქ ლაოდიკიაში

Maraqlı - 31 avq 2025
იდუმალებით მოცული სკილას სკულპტურები თურქეთის ქალაქ ლაოდიკიაში
თურქეთში, ქალაქ ლაოდიკიაში სკილას (ზღვის ურჩხული ბერძნულ მითოლოგიაში) ფერადი სკულპტურები აღმოაჩინეს. იგი მდებარეობს თურქეთის დასავლეთ ანატოლიის რეგიონში, ქალაქ დენიზლიში, რომელიც არქეოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ ცნობილია. ეს არაჩვეულებრივი სკულპტურები, რომლებიც ასახავს ელინისტური პერიოდის ბაროკოს სტილს, გამოირჩევა ორიგინალური საღებავითა და მხატვრული სტილით. აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ლაოდიკიას გათხრები ჩატარდა პროექტის „მომავლის მემკვიდრეობა" განხორციელებით, რომელიც ინიცირებულია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ. მისი მიზანია შეინარჩუნოს ანატოლიის არქეოლოგიური მემკვიდრეობა და გადასცეს იგი მომავალ თაობებს.

სკილას მითოლოგიური ამბავი

სკილა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ურჩხულია. იგი ჰომეროსის ილიადასა და ოდისეაში, რომელიც ანტიკური პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებია, აღწერილია, როგორც საშინელი არსება, მეზღვაურთა რისხვა. ეპოსის მიხედვით, აქაველებმა მოიგეს ტროას ომი ოდისევსის გამჭრიახობის დამსახურებით.

ოდისეაში ოდისევსის და ზღვის ურჩხულის სკილას შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სკილა აღწერილია, როგორც ზღვის ურჩხული გარშემორტყმული ველური ძაღლებით, რომელიც როგორც კი მსხვერპლს იგრძნობდა, გამოვარდებოდა თავის სამყოფელიდან და ძაღლივით ყმუილს. როდესაც ოდისევსის გემი გადის გამოქვაბულის წინ, სადაც ეს ურჩხული დგას, ძაღლები თავს ესხმიან და შთანთქავენ ოდისევსის ექვს წევრს - სტესიოსი, ორმენიოსი, ანხიმოსი, ორნიტოსი, სინოპოსი და ამფინომოსი.

იმისდა მიუხედავად, რომ ჰომეროსის ნაწარმოებში არაა უფრო კონკრეტულობა მათი ლოკალიზირებისათვის, ლეგენდები მათ მესინის სრუტის ორ კლდესთან აიგივებენ აპენინის ნახევარკუნძულსა და სიცილიის კუნძულს შორის, რომელიც ყოველთვის საშიშია მეზღვაურებისათვის.

არაჩვეულებრივი ქანდაკებები ორიგინალური საღებავებით

აღნიშნული სკულპტურები თურქმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ლაოდიკიაში თეატრის შენობის რესტავრაციის დროს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სავარაუდო სიაშია შეტანილი.