GE
AktualMed.ge

იზმირის ულამაზესი სოფელი ბირგი

Maraqlı - 31 may 2024
იზმირის ულამაზესი სოფელი ბირგი

თურქეთის იზმირის პროვინციის ისტორიული სოფელი  ბირგი მალე გახდება მწვანე დანიშნულების სოფელი  SENTRUM-ის (მდგრად ენერგიაზე დაფუძნებული ტურისტული პრაქტიკის ცენტრი) პროექტის  ფარგლებში, რომელიც განხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია დაიცვას ბუნებრივი და კულტურული ფასეულობები  და დააკმაყოფილოს საერთაშორისო ტურიზმის მდგრადი დანიშნულების კრიტერიუმები.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, რომლის სათაო ოფისიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში მდებარეობს, სოფელი ბირგი 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო სოფლების სიაში შეიყვანა.  ბირგი, რომელიც 2012 წელს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში იქნა შეტანილი, 2022 წლისთვის მომზადებულ სიაში მსოფლიოს 32 საუკეთესო სოფელში  შევიდა.

ბირგის შესახებ

როგორც აღინიშნა, ხუთ ათას წელზე მეტი ისტორიით ბირგი მოხვდა გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ "2022 წლის საუკეთესო ტურისტული სოფლების" სიაში. ბირგი მდებარეობს თურქეთის დასავლეთ ეგეოსის რეგიონის ყველაზე ნაყოფიერ ადგილზე.  სოფელში არის  მე-12 საუკუნით დათარიღებული ტრადიციული სახლები და სხვა  შენობები. აღნიშნული სოფელი  იზმირის პროვინციის ქალაქ ოდემიშიდან შვიდ კილომეტრშია დაშორებული. აქვეა უგემრიელესი ღვინოებით განქთმული ქალაქი შირინცე. 

ბირგის ადრე მართავდნენ ფრიგიელები, ლიდიელები და სპარსელები და იგი შედიოდა შედიოდა პერგამონის სამეფოსა და რომის და ბიზანტიის იმპერიებში. 1426 წელს სოფელი  ოსმალეთის მმართველობის ქვეშ მოექცა და იმ პერიოდიდან მოყოლებული იგი  თურქეთს ეკუთვნის.  ბირგი შეიცავს უამრავ ისტორიულ ნაგებობას, მათ შორის სამარხებს, მედრესეებს, მეჩეთებს, შადრევნებს, აბანოებს და ბიბლიოთეკებს. 

ბირგი 1996 წლეს გამოცხადდა "დაცულ ზონად" .  გარდა იმისა, რომ ბირგი იყო პირველი დაცული სოფელი, 2012 წელს იგი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სიაში.  ამბობე, რომ  ბირგი შესაძლოა შეურთდეს  თურქეთის Cittaslow-ს (ნელი ქალაქი) ქსელს.   ბირგი ცნობილია თავისი აყვავებული ბუნებით, ადგილობრივი სამზარეულოთი და ისტორიული წარსულით.