ქადიქოი (თურქ. Kadıköy), რომელიც სტამბოლის აზიურ მხარეს მდებარეობს, არის საკმაოდ ცოცხალი და ხალხმრავალი უბანი. იგი ცნობილია თავისი ფერადი ქუჩებით, სავაჭრო ცენტრებით და მრავალფეროვანი კაფე-რესტორნებით. იგი იდეალური ადგილია კულტურისა და სეირნობის მოყვარულთათვის. აქ ყველა ქუჩა და ყველა კუთხე საკუთარ ისტორიას ატარებს. ქადიქოიში შეგიძლიათ გაისეირნოთ თევზის ცნობილ ბაზარში, ეწვიოთ წიგნის მაღაზიებს, თეატრებს, სამხატვრო გალერეებს, ასევე გაისეირნოთ სანაპიროებზე და დატკბეთ ბოსფორზე გადაშლილი საოცარი ხედით.
Kadıköy პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მოსამართლის სოფელს“. ოსმალურ პერიოდში იგი იყო სასოფლო -სამეურნეო მიზნით გამოიყენებოდა, დღეს კი ქალაქური დასახლებით გამოირჩევა.
აქ ნახავთ ხის სახლებით შემოსილ ქუჩებს, მწვანე პარკებსა და მყუდრო კაფეებს. ზღვის სანაპიროებზე გასეირნებისას აუცილებლად გამოჩნდება ქალწულის კოშკი, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო ისტორიულ ღირსშესანიშნაობად ითვლება სტამბოლში. ასე რომ, ქადიქოი არის ადგილი, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
ბაჰარიეს ქუჩა
ქადიქოიში მრავალი ქუჩაა. ერთ-ერთი არის ბაჰარიეს ცოცხალი სავაჭრო ქუჩა, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კულტურული შენობებით, წიგნის მაღაზიებითა და კაფეებით. აქ შეგიძლიათ თავისუფლად გაისეირნოთ და დატკბეთ ქალაქის ხედებით. ბაჰარიეს ქუჩა გთავაზობთ დაუვიწყარ სამოგზაურო გამოცდილებას სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე კულტურულ და ისტორიულ უბანში.
ვიზიტორები ქადიქოიში ჩამოსვლისას ხშირად მიდიან ქადიქოის ადგილობრივ თეატრში, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია. აქ ხშირად ტარდება კონცერტები, სპექტაკლები, საცეკვაო წარმოდგენები და მრავალი სხვა კულტურული ღონისძიებები. აქ მნახველი სულიერად მჭიდროდ უკავშირდება მას, ვინც სცენაზე მთავარი შემსრულებელია. თეატრი განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ეს არის ადგილი, სადაც კულტურა ყვავის და შემოქმედებითობა მეტად ფასდება ადამიანების მხრიდან.