GE
AktualMed.ge

მსოფლიო სპორტსმენები თურქეთის კაპადოკიაში - 12-ე Salomon Cappadocia Ultra-Trail ოქტომბერში იწყება

Maraqlı - 28 okt 2025
მსოფლიო სპორტსმენები თურქეთის კაპადოკიაში - 12-ე Salomon Cappadocia Ultra-Trail ოქტომბერში იწყება

თურქეთში  კაპადოკიის რეგიონი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია   საჰაერო ბუშტებით, "ფერიების საკვამურებითა" და ვულკანური მთებით, ტურისტებს სთავაზობს  საოცარ თავგადასავლებს.   კერძოდ, ის თურქეთში მასპინძლობს საინტერესო სპორტულ ღონსძიებას -    Salomon Cappadocia Ultra-Trail-ს, რომელიც  2025 წლის 17-დან 19 ოქტომბრამდე გრძელდება. აღნიშნული ღონისძიება წელს მე-12-ედ გაიმართება.  

ღონისძიება ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA), თურქეთის ათლეტური ფედერაციისა და რამდენიმე ადგილობრივი ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.  რბოლა ხელს უწყობს როგორც სპორტულ ტურიზმს თურქეთში, ასევე კაპადოკიის არაჩვეულებრივ ლანდშაფტს გლობალური აუდიტორიისთვის.

ოთხი რბოლა ერთ უნიკალურ ადგილზე:

 საერთაშორისო  რბოლა  მოიცავს ოთხ განსხვავებულ მარშრუტს, რომელიც  ურგუფის ცენტრიდან იწყება.

• პირველი მარშრუტი -სალომონის კაბადოკიის MINI ბილიკი (CMIT), არის მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი მარშრუტი. მანძილი დაახლოებით 14 კმ-ია, სიმაღლის სხვაობა კი 308 მ. რბოლა 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე  იწყება.

* მეორე მარშრუტი — Salomon Cappadocia Short Trail (CST) — მორბენლებს საშუალებას აძლევს დატკბნენ ხეობების ულამაზესი ხედებით. მანძილი შეადგენს დაახლოებით 38 კმ-ს, სიმაღლის სხვაობა კი აღემატება 1,120 მ-ს. რბოლა იწყება 18 ოქტომბერს, 10:00 საათზე.

* Salomon Cappadocia Medium Trail (CMT) მოიცავს დაახლოებით 63 კმ-ს, სიმაღლის სხვაობით 2030+ მ. რბოლა   იწყება 18 ოქტომბერს, 07:00 საათზე.

ღონისძიება ტურისტული თვალსაზრისით

სპორტული ღონისძიების გარდა, Salomon Cappadocia Ultra-Trail მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოსთვის კაპადოკიის სიმდიდრის წარმოჩენის თვალსაზრისით. ყოველწლიურად ის მასპინძლობს სპორტსმენებს 75-ზე მეტი ქვეყნიდან,  რაც რეგიონში აერთიანებს უამრავ ვიზიტორს.    ღონისძიება აძლიერებს როგორც კაპადოკიის, თურქეთის საერთაშორისო   ცნობადობას.

გარდა ბუნებრივი სილამაზისა, კაპადოკია კულტურულად და ისტორიულადაც გამორჩეული ადგილია. აქ შეგიძლიათ იხილოთ კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და საცხოვრებლები, რომლებიც აქ უძველესი ცივილიზაციების არსებობაზე მიგვანიშნებენ.

ის   ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან გამოცდილებას,   იდუმალ  მიწისქვეშა ქალაქებს,   შეუდარებელ  აქტივობებს და სხვ.   გარდა  ამისა,   კაპადოკიის სამზარეულო, რომელშიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი დელიკატესები და ღვინოები,   ახლახან  შეიყვანეს MICHELIN-ის გზამკვლევში.     გასაკვირი არ არის, რომ რეგიონი ბოლო პერიოდია ტურისტების ყურადღებას საგრძნობლად იპყრობს, მაგალითად,  გასულ წელს კაპადოკიამ 4.37 მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა  მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ძეგლებში, რაც ერთ-ერთი რეკრდული მაჩვენებელია.

Son Məqalələr