ოქროს რქა, იგივე ჰალიჩი (თურქ. Haliç) - ზღვის წვრილი ყურე სტამბოლში, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვანი ურბანული სანაოსნო გზა და მთავარი შესასვლელია ბოსფორში. უნდა ითქვას, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია სტამბოლის ერთ-ერთ ულამაზეს მარშრუტს წარმოადგენს. „ოქროს რქა“ სახელს რქის ფორმის სანაპიროდან იღებს, "ოქროსი" კი იმიტომ დაარქვეს, რომ, როგორც ამბობენ, ყოველი მზის ჩასვლისას ყურის წყალი ხდება ოქროსფერი.
აქ არსებული არქეოლოგიური ძეგლები გვიჩვენებს „ოქროს რქისა“ და მისი მიმდებარე ტერიტორიის მნიშვნელოვან ურბანულ ყოფას, რომელიც ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება. აღმოჩენილია მცირე ზომის დასახლებები, რომლებიც ჯერ კიდევ ძვ. წ. 6700 წლით თარიღდება, ასევე უძველესი პორტები და სავაჭრო ხომალდები, რომლებიც იენიქაფის მეტროსადგურის სამშენებლი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
სინამდვილეში, "ოქროს რქის" მიერ უზრუნველყოფილი ღრმა ბუნებრივი ნავსადგური ადგილობრივი მკვიდრებისა და რომაელებისთვის ყოველთვის წარმოადგენდა ეკონომიკურ და სტრატეგიულ სამხედრო უპირატესობას. არსებული ცნობით, შემდეგ რომაელებმა სანაპიროზე დაარსეს „ნოვა რომა“ (ახალი რომი), რამაც შემდგომში, ბიზანტიონში, კონსტანტინოპოლსა და ბოლოს, სტამბოლში ჰპოვა განსახიერება. ასე რომ, "ოქროს რქა" თავისი ბუნებრივი ნავსადგურით ოდესღაც მნიშვნელოვანი პორტი იყო, სადაც ოსმალეთისა და აღმოსავლეთ რომის იმპერიების სავაჭრო ფლოტები იმაგრებდნენ თავს.
დღეს მას გააჩნია მულტიკულტურული სტრუქტურა, რომელიც შედგება მეჩეთების, ეკლესიების, სინაგოგებისა და სხვა რელიგიური თუ კულტურული დატვირთვის მქონე შენობებისგან. დროთა განმავლობაში "ოქროს რქამ" გადაიტანა უამრავი ისტორიული მოვლენა, რაც უნდა ითქვას, რომ ხელოვანებისთვის მრავალი ნამუშევრის შექმნის წყარო გახდა.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ღონისძიება, იგივე Contemporary Istanbul სწორედ ამ რეგიონში იმართება. ღონისძიებაზე ყოველწლიურად თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების წარმოდგენა და მათი გაცნობა ხდება ტურისტებისთვის.