ბოლო წლებში მოგზაურობის ტენდენციები შეიცვალა – დღეს ადამიანებს ურჩევნიათ არამხოლოდ დასვენება სხვადასხვა დანიშნულებაზე, არამედ ერთ ობიექტზე დარჩენა და ადგილობრივი კულტურის გაცნობა. ევროპის მოგზაურობის კომისიის (ETC) კვლევის მიხედვით, ევროპელი მოგზაურების 60%-ს ურჩევნია დარჩეს ერთ ლოკაციაში და უკეთ გაიცნოს ადგილობრივი გარემო, ვიდრე რეგიონებს შორის გადაადგილდეს.
თურქეთში ამისთვის უამრავი გზა არსებობს, ამ დროს განსაკუთრებით საინტერესოა სეზონური მოსავლის პერიოდში მონაწილეობა. მაგალითად, ზეთისხილის, რომელიც ოქტომბრიდან იანვრამდე გრძელდება.
თურქეთი გთავაზობთ გამოცდილებას, რომელიც ვიზიტორებს ადგილობრივ ტრადიციებთან, თემებთან და ცხოვრების წესთან უფრო აახლოებს. აღნიშნულ ქვეყანაში ადგილობრივი კულტურის გასაცნობად ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური გზა მთელი ქვეყნის მასშტაბით სეზონურ ზეთისხილის მოსავალში მონაწილეობის მიღება. ის განსაკუთრებით ეგეოსის რეგიონში არის აქტიური ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით. ხმელთაშუა ზღვის კლიმატისა და ზეთისხილის მოყვანის ტრადიციის დამსახურებით, თურქეთი მსოფლიოში ზეთისხილის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. როდესაც ამინდი ცივდება, ადგილობრივები აგროვებენ ზეთისხილს და ატანენ ქარხნებში, სადაც მისგან საუკეთესო ზეითუნის ზეთი მზადდება.
ეგეოსი - ზეთისხილის თურქეთში
ზეთისხილის ხეს ცენტრალური ადგილი უჭირავს ანატოლიის კულტურაში. თურქეთის ზეთისხილის ხეების 75% სწორედ აქ არის. ოჯახები ერთად მონაწილეობენ მოსავალში და ამ პერიოდს ნამდვილ დღესასწაულად აქცევენ. სტუმრებს შეუძლიათ ზეთისხილის ბაღებში სეირნობა, აგროვებენ ზეთისხილს და მონაწილეობენ ამ ტრადიციულ საქმიანობაში.
თურქული რიტუალი – ბაღიდან სუფრამდე
ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ეგეოსური სამზარეულოს მთავარი ნაწილია. როცა ის მწიფდება, ადგილობრივები მას ხელით არჩევენ, რათა ზეითუნის ზეთის საუკეთესო ხარისხი მიიღონ. მოსავლის შემდეგ კი იგი მიდის ქარხნებში, სადაც ის ნატურალურ ზეთად იწურება და ბოლო ეტაპი უკვე თურქული სუფრებია, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
საუკეთესო გამოცდილებისთვის ტურისტებს შეუძლიათ გაიარონ ე.წ “ზეთისხილის გზა” – მარშრუტი, რომელიც ზეთისხილის ისტორიას გააცნობს ტურისტებს. გზა იწყება იდას მთიდან და გრძელდება ადათეფეს ზეთისხილის მუზეუმამდე. შემდეგ მოგზაურობა გრძელდება აივალიქში – რეგიონში, რომელიც ცნობილი არის მაღალი ხარისხის ზეთისხილით და უგემრიელესი კერძებით.
ზეთისხილის კვალდაკვალ
შემდეგი გაჩერება იქნება მანისა, სადაც მდებარეობს 1,650 წლის ზეთისხილის ხე – ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხე, რომელიც დღესაც კი ნაყოფს იძლევა. იქიდან გზა გადის იზმირში და მის მეზობელ ქალაქებში – ჩეშმე, ურლა, სეფერიჰისარი, გიუზელბაჰჩე, მენდერესი, სელჩუქი და სხვა. ურლა გაძლევთ შესაძლებლობას, ზეთისხილის ისტორიას გაეცნოთ უძველესი კლაზომენაიდან - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ზეითუნის ზეთის წარმოების ადგილიდან, რომელიც ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდება და ქიოსტემის ზეითუნის ზეთის მუზეუმამდე, რომელიც 4000 წლიან ისტორიას ითვლის. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში, ადგილობრივ საუკეთესო ღვინოსთან ერთად.