GE
AktualMed.ge

ცნობილმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ 30 წლის იუბილასთან დაკავშირებით სტამბოლში კონცერტი გამართა

Maraqlı - 12 iyn 2024
ცნობილმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ 30 წლის იუბილასთან დაკავშირებით სტამბოლში კონცერტი გამართა

ცნობილი ტენორის, ანდრეა ბოჩელის კონცერტს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ("30th Anniversary" ) სტამბოლმა უმასპინძლა. კონცერტს 30 000 კაცი ესწრებოდა და იგი ბეშიქთაშ თუფრაშის სტადიონზე გაიმართა.  იტალიელ სუპერვარსკვლავს თან ახლდა სტამბოლის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და სტამბოლის ოპერის გუნდი, რომლებმაც მაყურებლის მხრიდან უდიდესი აღფრთოვანება დაიმსახურეს.  იტალიელი ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია თავისი ბრწყინვალე ცოცხალი შესრულებით მაყურებლის გულს იპყრობს და მას საოცრად არაფრთოვანებს, აღსანიშნავია, რომ კონცერტისთვის ბილეთები უკვე თვეების წინ იყო უკვე გაყიდული. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სანახაობრივმა კონცერტმა,  რომელიც თურქეთის კულტურულ დედაქალაქში ჩატარდა, კიდევ ერთხელ გამოავლინა ამ ქალაქის დიდებულება  და ბრწყინველება კულტურული თვალსაზრისით. კონცერტს ადგილობრივთან ერთად, უცხოელი, სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოსული მაყურებლებიც ესწრებოდნენ.