GE
AktualMed.ge

ჰალიკარნასის მავზოლეუმი - მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთი თურქეთში

Faydalı Məlumat - 17 dek 2023
ჰალიკარნასის მავზოლეუმი - მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთი თურქეთში

ანტიკური ჰალიკარნასის ნანგრევებზე აგებული ბოდრუმი ძველი ცივილიზაციების ნაკვალევს ახლაც ინახავს. ამ ქალაქის პოპულარობას ოდესღაც აქ მდებარე და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ჰალიკარნასის მავზოლეუმიც განაპირობებს, რომელიც დაახლოებით 2000 წლის წინ მდებარეობდა. დღეს მისი ნანვრევებიღაა შემორჩენილი, რომელსაც მიუხედავად ამისა, უდიდესი ისტორიული ღირებულება აქვს.

 ძვ.წ V საუკუნეში ცხოვრობდა ძალიან მდიდარი მეფე მავსოლე, რომელმაც გადაწყვიტა თავისთვის სიცოცხლეშივე საფლავი აეშენებინა. მეფეს ისეთი რამის აშენება უნდოდა, რომელიც აქამდე არავის ენახა და თან ისეთი, დიდ სახელსაც რომ მოუხვეჭდა. მავსოლემ  ამისათვის მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად მას ნაგებობის საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა. თუმცა  შენობას ძველი მეფის, მავსოლეს სახელის მიხედვით დაერქვა სახელწოდება -  "მავზოლეუმი".

შენობის სიგრძე 77 მეტრი იყო, სიგანე 66, ხოლო სიმაღლე კი 46 მეტრს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლების და ფრიზების დიდი ნაწილი ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. თუმცა თურქეთს სურს, რომ მავზოლეუმის ნაწილები დაუბრუნდეს იმ ადგილს, რომელსაც ისინი მიეკუთვნება. ჯევათ შაქირ ქაბააღაჩლი მიმართავს ბრიტანეთის მუზეუმს:   "მავზოლეუმი თავის ღირებულებას მხოლოდ ბოდრუმის ცისფერ ცაში დაიბრუნებს".