GE
AktualMed.ge

Kanye West-მა ევროპული ტურნე სტამბოლიდან გახსნა

Maraqlı - 8 iyn 2026
Kanye West-მა ევროპული ტურნე სტამბოლიდან გახსნა

2026 წლის ზაფხულში სტამბოლმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა. 30 მაისს მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსმა კანიე ვესტმ   ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე პირველი კონცერტი გამართა თურქეთში და სწორედ სტამბოლიდან დაიწყო თავისი ევროპული ტურნე.

კონცერტმა დიდი  ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაზე დასასწრებად სტამბოლში გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან  და ყაზახეთიდან ჩავიდნენ.

შოუ მასშტაბური ტექნიკური გაფორმებით გაიმართა. წარმოდგენაში გამოყენებული იყო 360-გრადუსიანი აუდიო სისტემა, ლაზერული ეფექტები და დრონების შოუ, რამაც კონცერტი წლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მუსიკალურ მოვლენად აქცია.იქცა, სადაც ისინი მატჩის ემოციებს ერთად იზიარებდნენ.

კონცერტთან ერთად  შოპინგი და ქალაქის გაცნობა

ბევრმა სტუმარმა კონცერტით ისარგებლა და სტამბოლის ცნობილი სავაჭრო სივრცეებიც მოინახულა.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გრანდ ბაზარი (Grand Bazaar), სადაც ტურისტებმა ხელნაკეთი ნივთები, კერამიკა, ქსოვილები და სუვენირები შეიძინეს. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სანელებლების ბაზარმა (Spice Bazaar), რომელიც თავისი ფერებით, არომატებითა და თურქული ტკბილეულით გამოირჩევა.

თანამედროვე შოპინგის მოყვარულებმა კი ნიშანთაშის (Nişantaşı), აბდი იფექჩის  (Abdi İpekçi Street), ბაღდათისა (Bağdat Street) და ისტიკლალის ქუჩის (İstiklal Street) მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მოინახულეს.

სტამბოლის გემო

კონცერტისა და შოპინგის შემდეგ სტუმრებმა სტამბოლის მრავალფეროვანი სამზარეულოც აღმოაჩინეს. ქალაქის სხვადასხვა უბანში მათ პირველად დააგემოვნეს ადგილობრივი ქუჩის საკვები, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული იყო ღამის საათებში -  სენდვიჩები, გრილზე მომზადებული თევზი და ტკბილეული. ბევრი სტუმარი სპეციალურად ეწვია ტრადიციულ რესტორნებსაც, სადაც მათ მეზეს ასორტი, ახალი ზღვის პროდუქტები და სხვა ადგილობრივი კერძები  მიართვეს.

ამასთან, ქალაქის მაღალი კლასის რესტორნებშიც დიდი აქტივობა დაფიქსირდა, სადაც სტუმრებმა თანამედროვე ინტერპრეტაციით მომზადებული თურქული კერძები დააგემოვნეს. საღამოობით კი პოპულარული იყო ტრადიციული მეჰანეები, სადაც ადამიანები ერთად იკრიბებოდნენ, მუსიკას უსმენდნენ და სტამბოლურ ატმოსფეროს სრულად შეიგრძნობდნენ.

ამრიგად, Kanye West-ის კონცერტი მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება არ ყოფილა - ის სტუმრებისთვის სტამბოლის კულტურის, შოპინგისა და კულინარიული სამყაროს გაცნობის შესაძლებლობადაც იქცა.

 

Son Məqalələr