თურქეთი ცნობილია უძველესი ისტორიული ადგილებით. ერთ-ერთი არის თარაქლი - თურქეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, საქარიას უბანი, რომელიც არსებობს ოსმალების პერიოდიდან. აღსანიშნავია მისი ბუნების სილამაზე და კულტურული სიმდიდრე, რომელიც ტურისტებს ყოველთვის აღაფრთოვანებს. იგი გამოირჩევა ულამაზესი ზღვით, ტბებით, მდინარეებით, მაღალი მთებითა და თერმული წყლებით. ტარაკლი ასევე საინტერესოა თავისი მომხიბვლავი ხის ფერადი სახლებითა და ვიწრო ქუჩებით, სადაც დღემდეა შენარჩუნებული ქალაქისთვის დამახასიათებელი „ფერადი“ ცხოვრების წესი.
მოგეხსენებათ, Cittaslow („ნელი ქალაქი“) არის ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მისი საერთო ტემპის შენელებით ყველა სფეროში. ამ დროს განიხილება გარემო, ინფრასტრუქტურა, ურბანული ცხოვრების ხარისხი, კულტურა, ისტორია, ასევე ტურიზმის პოლიტიკა და სხვ. სწორედ Cittaslow-ს ქსელის წევრად აირჩა ქალაქი თარაქლი 2011 წელს და მიენიჭა „ნელი ქალაქის“ წოდება.
სოფელში, რომელიც ბუნების მოყვარულთათვის შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს, თქვენ შეძლებთ მრავალი ლამაზი ადგილის ნახვას. მაგალითად, აღსანიშნავია ჰარკის საოცარი კანიონი და მღვიმე (Hark Kanyonu ve Mağarası), გიუნგორმეზის ჩანჩქერი (Güngörmez Şelalesi), კემერის ხიდი (Kemer Köprüsü), მდინარე გურლეიკი (Gürleyik Nehri) და სხვ. აქ არსებული ბუნების სილამაზეებიდან აღსანიშნავია ყარაგოლის პლატოც (Karagöl Yaylası), რომელიც გარშემორტყმულია ფიჭვის, წიფლის, ნაძვისა და მუხის ხეებით. იგი შესანიშნავი სივრცეა კარვის გაშლის მსურველთათვის.
ვიზიტორები ასევე დიდ ინტერესს იჩენენ ტარაკლის ფერადი ადგილობრივი ბაზრების მიმართ. აქ თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ უდიდეს ბაზარს, სადაც ნახავთ მრავალ ხელნაკეთ ნივთს, უგემრიელეს პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს და სხვ.