დღეს, ანტიკურ ქალაქ ბერგამას გაგაცნობთ, რომელიც ეგეოსის ზღვის რეგიონში, ქალაქ იზმირიდან 100 კმ-ში მდებარეობს და რომელიც 2014 წლიდან შეყვანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
ბერგამას, მრავალმხრივი კულტურულ-ლანდშაფტური ტერიტორია გააჩნია და იგი ძალზედ მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. ისტორიის სხვადასხვა საფეხურზე მან მრავალ კულტურას და ცივილიზაციას უმასპინძლა, რადგან არქეოლოგებმა ამის დამადასტურებელი მრავალი კულტურული ფენა აღმოაჩინეს.
ბერგამას მრავალფეროვანი კულტურულ-ლანდშაფტური ტერიტორია მოიცავს ელინისტური, რომის, აღმოსავლეთ რომისა და ოსმალეთის პერიოდს. ამ განსხვავებული კულტურების თანმიმდევრულმა დასახლებამ კი ანტიკურ ქალაქში უნიკალური ურბანული ფორმა და მონუმენტური არქიტექტურა შექმნა. ამ დასახლებაში ყველაზე მთავარი 9 არქეოლოგიური ველი არსებობს და ესენია: პერგამონის აკლდამა, ქალღმერთ ქიბელეს ტაძარი, ილიას ველი, ნანგრევების გორა, ორმაგი ყორღანი, თავშანლის გორა, იქს ყორღანი, ყორღანი და მალთეფეს აკლდამა.
უძველესი ტექსტებში ამ ქალაქს პერგამონს უწოდებენ და ჩვ.წ.-მდე 200-იან წლებში იგი ატალოსების დინასტიის დედაქალაქიც იყო რა, მომდევნო ეპოქებში კულტურის, მეცნიერების და პოლიტიკის დიდი ცენტრი გახდა. სწორედ ამ ქალაქში აიგო ფეშენებელური შენობა-ნაგებობები, სასახლეები, ტაძრები, თეატრები, დიდი ბიბლიოთეკა და ა.შ.
ეს უძველესი ქალაქი მე-14 საუკუნის დასაწყისში შევიდა ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციაში და ახლიდან დაიწყო აღზევება. მის ფარგლებში მრავალი ახალი აბანო, ხიდები, მეჩეთები, მედრესეები, სავაჭრო და სამუშაო ცენტრები აშენდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი არქეოლოგიური გათხრები ბერგამაში 1870 წელს დაიწყო და მას შემდეგ გამოვლენილი ანტიკური ქალაქის უდიდესი ნაწილი და სხვა ძეგლები გამოფენილია ბერგამას სახელმწიფო მუზეუმსა და უცხოეთის მუზეუმებშიც.