GE
AktualMed.ge

აღმოაჩინეთ თურქეთის უძველესი საფეხმავლო გზები

Maraqlı - 28 noy 2025
აღმოაჩინეთ თურქეთის უძველესი საფეხმავლო გზები

თურქეთი თავისი ისტორიული სიმდიდრით, საოცარი ბუნებითა და მრავალფეროვანი მიმართულებებით ხშირად ხვდება პრესტიჟულ ტურისტულ სიებში.    ლიკიის გზა, რომელიც გადაჭიმულია ფეთიესა და ანტალიას შორის,   ცოტა ხნის წინ ბრიტანულ ჟურნალ Time Out-მა „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ საფეხმავლო ბილიკად“ დაასახელა.

აღნიშნული მარშრუტის გარდა, თურქეთი გთავაზობთ მრავალ სხვა ბილიკს თურქული რივიერისა და თურქეთის ეგეოსის რეგიონში, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ შეისწავლონ მრავალფეროვანი ლანდშაფტები და  აღმოაჩინონ   ადგილობრივი    კულტურა და ცხოვრება.  

თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო გთავაზობთ უნიკალურ საფეხმავლო მარშრუტებს, რომლებიც მდებარეობს ფირუზისფერ ზღვასა და კუროს მთებს შორის. განსაკუთრებით შემოდგომის პერიოდი იდეალურია ფეხით სასეირნოდ. ამ მარშრუტებიდან კი ყველაზე ცნობილია ლიკიის გზა, რომელიც 500 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ბუნების, ისტორიისა და ადგილობრივი კულტურის შერწყმით, ბილიკი გადის უძველეს ლიკიის დასახლებებსა და მნიშვნელოვან ადგილებს, როგორიცაა იუნესკოს მიერ სიაში შეტანილი ქსანთოსი-ლეტუნი, ოლიმპოსი, პატარა და მირა. გზად, მოლაშქრეებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ ტრადიციულ მაღალმთიან სოფლებს, როგორიცაა უზუმლუ და ბეზირგანი.

ისტორიის მოყვარულთათვის საინტერესო იქნება წმინდა პავლეს ბილიკიც.  პავლეს ბილიკი თურქეთის მეორე გრძელი  საფეხმავლო ბილიკია და მიჰყვება ადგილებს,  სადაც ძველად წმინდა პავლეს მისიონერული მოგზაურობი ხორციელდებოდა.    აქ არის ორი ცალკეული განშტოება - ერთი იწყება პერგედან და მეორე ქიოფრულუს კანიონის ეროვნული პარკიდან, ერთდება უძველეს ქალაქ ადადაში   და მთავრდება  იალვაჩში, რაც გთავაზობთ საოცარ მოგზაურობას.

ისტორია ცოცხლდება ეგეოსში

ეგეოსის რეგიონი ასევე გთავაზობთ სხვა იდეალურ საფეხმავლო ბილიკებს. პირველი მათგანია კარიანის ბილიკი – თურქეთის ყველაზე გრძელი მარშრუტი (850 კმ), რომელიც გადის შემდეგ ადგილებს - ბოზბურუნს, დათჩასა და აკიაკას.

ასევე ეფელერის გზა, იზმირის ერთ-ერთი უახლესი საფეხმავლო ბილიკი,  რომელიც Green Destinations-ის მიერ 100 საუკეთესო ისტორიულ ბილიკს შორის არის აღიარებული.  მისი სიგრძეა 500 კმ.

ეფე ან ეფეები (Efe-Efeler) – ასე ეძახდნენ თურქეთის დასავლეთ ანატოლიაში, აიდინის, მუღლასა და ისპარტას რეგიონებში მცხოვრებ ზეიბექების ლიდერებს, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ და არსებული სისტემის წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო აჯანყებებს აწყობდნენ.  ეფეებს ხასიათის სიმტკიცის, გამბედაობისა და უშიშრობის გამო ირჩევდნენ, ან კიდევ იმის მიხედვით ვისაც უფრო მეტი „გმირული“ საქციელი ჰქონდა ჩადენილი. მათ ბრძოლების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშეს თურქეთის გადარჩენაში.

ეფელერის გზა იწყება ბორნოვას რაიონის სოფელ ქავაქლიდერედან (Kavaklıdere village)   და  მთავრდება  ღვთისმშობლის სახლში ბულბულდაღში.

აღსანიშნავია, რომ ეგეოსის შიდა მხარეს მდებარეობს ფრიგიული ბილიკი, რომელიც გადის აფიონქარაჰისარს, ქუთაჰიას, ესქიშჰირს და ანკარას. აქ ბილიკი დატვირთულია უძველესი ნაშთებით, ქვის საკულტო ნაგებობებით, ფრიგიული ციხით, სამარხებით და ღია ტაძრებით.