GE
AktualMed.ge

ველომოგზაურობა თურქეთში - ბუნება, ისტორია და დაუვიწყარი თავგადასავლები

Maraqlı - 12 iyn 2026
ველომოგზაურობა თურქეთში - ბუნება, ისტორია და დაუვიწყარი თავგადასავლები

ველოტურიზმი მსოფლიოში  უფროდაუფრო  პოპულარული ხდება. ის  ადამიანებს  ბუნების, ისტორიისა და კულტურის განსხვავებული კუთხით გაცნობის საშუალებას აძლევს. შესაბამისად,   ბოლო წლებში ეს მიმართულება სპორტული აქტივობიდან უფრო მრავალფეროვან და ინდივიდუალურ სამოგზაურო გამოცდილებად ჩამოყალიბდა.    

ამ მხრივ კი, თურქეთი  ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად მიიჩნევა. ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი ველომარშრუტები ბუნებას, ისტორიასა და კულტურას აერთიანებს. თურქეთი ასევე ჩართულია ევროპის ველომარშრუტების ქსელში (EuroVelo), რომელიც ევროპას 17 საერთაშორისო ველობილიკით აკავშირებს. ასევე აღსანიშნავია, რომ  ქვეყნის ტერიტორიაზე გადის EuroVelo 8-ისა და EuroVelo 13-ის მარშრუტები.

ველომოგზაურობა თურქეთის ყველაზე შთამბეჭდავ მარშრუტებზე

თურქეთი ველომოყვარულებს მრავალფეროვან მარშრუტებს სთავაზობს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. ეს გზები ერთმანეთთან აერთიანებს ზღვისპირა ქალაქებს, ისტორიულ ძეგლებს, უძველეს დასახლებებსა და შთამბეჭდავ ბუნებრივ ლანდშაფტებს. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე გამორჩეული მარშრუტი, რომლებიც მოგზაურებს თურქეთის განსხვავებული მხარეების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტი იზმირის   ჩეშმედან (Çeşme) იწყება და სელჩუკამდე (Selçuk) გრძელდება. გზა გადის ალაჩათის,  ურლას  და სეფერიჰისარის   გავლით და სრულდება  უძველეს ქალაქ ეფესოში, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ  იუნესკოს სიაში არის  შეტანილი.  

ასევე, ველომოყვარულებისთვის საინტერესო მარშრუტი აიდინსა (Aydın) და მარმარისს (Marmaris) შორისაც გადის. მათ  აქ ზღვის ულამაზესი ხედები, ტყიანი ფერდობები და მრავალფეროვანი ბუნება დახვდებათ.

მარმარისიდან ფეთჰიემდე   მიმავალი გზა კი, მოგზაურებს ეგეოსის ზღვის სანაპიროს, გოქოვას ყურეს, უძველეს ქალაქ კაუნოსს,    ქალაქ  ქოიჯეღიზს   და გოჯექის   ნავსადგურს აცნობს. მარშრუტი ფეთჰიეში სრულდება, რომელიც პარაპლანით ფრენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცენტრად ითვლება.

ერთ-ერთი  შთამბეჭდავი ველომარშრუტი კი ანტალიის რეგიონში მდებარეობს. გზა უძველესი ქალაქ პატარადან   იწყება და მიუყება თურქეთის რივიერის სანაპიროს . მარშრუტის მანძილზე შეხვდებით ქაშს (Kaş), დემრეს (Demre), წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას (St. Nicholas Church), უძველეს ქალაქ მირას (Myra) და ბოლოს ქემერში (Kemer) დაასრულებთ.

მარშრუტის ბოლო ეტაპი დედაქალაქ ანკარას  მოიცავს, სადაც რესპუბლიკური ეპოქის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქთან ახლოს მდებარე ეიმირის ტბის    მონახულებაც შეგეძლებათ.