GE
AktualMed.ge

თურქეთის კულტურული სამარშრუტო ფესტივალები რეკორდულ მასშტაბს აღწევს

Maraqlı - 21 apr 2026
თურქეთის კულტურული სამარშრუტო ფესტივალები რეკორდულ მასშტაბს აღწევს

თურქეთი წელს კიდევ უფრო მასშტაბურად აგრძელებს კულტურული ფესტივალების ჩატარებას. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პროექტი - კულტურული სამარშრუტო ფესტივალები (Culture Route Festivals), რომელიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის (EFA) წევრი პროექტია, 2026 წელს უკვე 26 ქალაქში გაიმართება.

ეს ფესტივალები პირველად 2021 წელს,  სტამბოლის ბეიოღლუს ფესტივალით  დაიწყო და მას შემდეგ მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება. 2025 წელს ფესტივალმა უკვე 20 ქალაქი მოიცვა - ჩატარდა 9 645 ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდა 50 000-ზე მეტი არტისტი.

2026 წელს ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდება -  ის 234 დღე გაგრძელდება და 26 ქალაქში ჩატარდება. კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ ორგანიზებული თურქეთის კულტურული მარშრუტის ფესტივალები პირველად 2021 წელს, ბეიოღლუს კულტურული მარშრუტის ფესტივალით დაიწყო და მას შემდეგ სწრაფად გაფართოვდა მთელ ქვეყანაში. 2025 წლისთვის ფესტივალმა 20 ქალაქი მოიცვა. ამ ქალაქებში სრულად  9,645 ღონისძიება ჩატარდა, სადაც 180 დღის განმავლობაში  50,400 არტისტმა მიიღო მონაწილეობა. ვარაუდობენ, რომ 2026 წლის სეზონი   ყველაზე საუკეთესო    იქნება და აქ ღონისძიებები  234 დღეს გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით 26 პროვინციას მოიცავს.

2026 წლის ფესტივალის ქალაქები:

შანლიურფა, აიდინი, მერსინი, ესქიშეჰირი, მანისა, ტრაპიზონი, სამსუნი, ბურსა, საქარია, ვანი, კონია, ნევშეჰირი, მალათია, ერზრუმი, ორდუ, ჩანაქქალე, ქაისერი, ქაჰრამანმარაში, ანკარა, სტამბოლი, დიართალმირი, გაზიანთეფი, ადანა. ექვსი ქალაქი, რომლებიც შეუერთდებიან 2026 წლის კალენდარს, არის აიდინი, ესქიშეჰირი, ქაჰრამანმარაში, მერსინი, ორდუ და საქარია.

კულტურისა და ხელოვნების ზეიმი

ფესტივალი 25 აპრილს დაიწყება შანლიურფაში და 15 ნოემბერს დასრულდება ადანაში. ამ პერიოდში გაიმართება ათასობით ღონისძიება -  კონცერტები, გამოფენები, თეატრი, ოპერა, შეხვედრები და  ვორქშოფები.

ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ბავშვებს -  მათთვის მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, თამაშები და შემოქმედებითი აქტივობები, რათა ისინი პატარა ასაკიდანვე გაეცნონ ხელოვნებას.

გასტრონომია  -  ახალი მიმართულება

2026 წლიდან ფესტივალში განსაკუთრებული ადგილი დაეთმბოა ადგილობრივ სამზარეულოს. თითოეულ ქალაქში შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც განსაზღვრავენ იმ რეგიონის უნიკალურ კერძებს და შექმნიან გასტრონომიულ მარშრუტებს.

ასევე თითოეულ ქალაქს ეყოლება „ქალაქის შეფ-მზარეული“, რომელიც ორგანიზებას გაუწევს კულინარიულ ღონისძიებებს — დეგუსტაციებს, მასტერკლასებსა და სხვა აქტივობებს.

ფესტივალის სრული კალენდარი და დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ კულტურული სამარშრუტო ფესტივალების ოფიციალურ ვებსაიტზე ან @turkiye_kulturyolu Instagram-ის ანგარიშზე.

 აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, 2027 წელს  ფესტივალები   32 ქალაქში ჩატარდება, მათ შორის ჩატარდება ბალიქესირში, დენიზლიში, ჰათაიში, ქოჯაელში, მუღლასა და თექირდაღში.

 თურქეთის კულტურული მარშრუტის ფესტივალები – 2026 კალენდარი

 აპრილი – მაისი

Şanlıurfa — 25 აპრილი – 3 მაისი

Aydın — 2–10 მაისი

Mersin — 9–17 მაისი

Eskişehir — 16–24 მაისი

Manisa — 30 მაისი – 7 ივნისი

 

ივნისი – ივლისი

Trabzon — 6–14 ივნისი

Samsun — 20–28 ივნისი

Bursa — 27 ივნისი – 5 ივლისი

Sakarya — 4–12 ივლისი

Van — 11–19 ივლისი

Konya — 18–26 ივლისი

 

აგვისტო

Nevşehir — 1–9 აგვისტო

Malatya — 8–16 აგვისტო

Erzurum — 15–23 აგვისტო

Ordu — 22–30 აგვისტო

 

აგვისტო – სექტემბერი

Çanakkale — 29 აგვისტო – 6 სექტემბერი

Kayseri — 5–13 სექტემბერი

Kahramanmaraş — 12–20 სექტემბერი

Ankara — 19–27 სექტემბერი

 

სექტემბერი – ოქტომბერი

İstanbul — 26 სექტემბერი – 4 ოქტომბერი

Gaziantep — 3–11 ოქტომბერი

Diyarbakır — 10–18 ოქტომბერი

Mardin — 17–25 ოქტომბერი

 

ოქტომბერი – ნოემბერი

İzmir — 24 ოქტომბერი – 1 ნოემბერი

Antalya — 31 ოქტომბერი – 8 ნოემბერი

Adana — 7–15 ნოემბერი