GE
AktualMed.ge

თურქეთის 25 ისტორიული ადგილი უკვე ღამითაც გაიხსნება ვიზიტორებისთვის

Maraqlı - 11 iyn 2025
თურქეთის 25 ისტორიული ადგილი უკვე ღამითაც გაიხსნება ვიზიტორებისთვის

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ახორციელებს „ღამის მუზეუმების პროექტს“, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებს  შეეძლებათ ღამის საათებშიც დაათვალიერონ თურქეთის ღირსშსანიშნავი ადგილები. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და უკვე 395 000-ზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა საკუთარი კულტურული ადგილების დასათვალიერებლად, მათ შორის იზმირის, ეფესოს,  იერაპოლისის  და სხვ.  ამ პროექტის ფარგლებში,  წელს ზაფხულში ღამით დამთვალიერებლებისთვის  25 ობიექტი გაიხსნება, ანუ მათი დათვალიერება როგორც დღისით, ისე ღამითაც იქნება შესაძლებელი.  

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხელს უწყობს მდგრად ტურიზმს, რადგან ამის შემდეგ ღამის ვიზიტორთა რაოდენობაც გაიზრდება.   პროექტი ახლა 25 ლოკაციას მოიცავს, მათ შორის სტამბოლის გალათას კოშკს, კაპადოკიის არქეოლოგიურ ძეგლებს, მიწისქვეშა ქალაქებს და სხვა ისტორიულ ადგილებს.  

პროექტი ეხება  სტამბოლისა და ანკარას მუზეუმებს

სტამბოლსა და ანკარაში მდებარე მთავარი კულტურული ობიექტები სტუმრებს ღამის საათებშიც მიიღებენ. მაგალითად,  ადგილობრივი  არქეოლოგიური მუზეუმები, აია-სოფიას ციფრული მუზეუმი და თურქულ-ისლამური ხელოვნების მუზეუმი ღამის 10 საათამდე იქნება ღია. გალათას კოშკი კი 11 საათამდე.  

დედაქალაქ ანკარაში ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმი, სადაც ხეთების, ურარტუელების, ფრიგიელების და სხვა კულტურების მნიშვნელოვანი არტეფაქტებია დაცული, და ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ათათურქის მემორიალური საფლავი მდებარეობს — ღამით 9 საათამდე იმუშავებს.

დაუვიწყარი მემკვიდრეობა ეგეოსის სანაპიროსა და თურქეთის რივიერაზე

ამასობაში, თურქეთის ეგეოსის სანაპირო მზად არის, სტუმრები მიიღოს და აზიაროს საუკეთესო საზაფხულო დასვენებას.   იზმირში, რომელიც ცხოვრების მაღალი ხარისხითა და საუკეთესო ეგეოსური სამზარეულოთი არის ცნობილი, ეფესო - რომაული ხანის გაბრწყინებული ქალაქი — ოთხშაბათიდან შაბათამდე ღამის 11 საათამდე იქნება ღია. აღსანიშნავია კულტურისა და ხელოვნების ქარხანა, რომელიც აღდგენილია 140 წლის ალსანჯაკის თექელის ქარხნის ბაზაზე.  ის ფაქტობრივად,   იზმირის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაწილია და პროექტის მიხედვით  სტუმრებს ღამის 9 საათამდე მიიღებს.

აღსანიშნავია მუღლაში მდებარე ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმიც, რომელიც ვიზიტორებს საღამოს 10 საათამდე მიიღებს, ხოლო დენიზლიში მდებარე იერაპოლისის უძველესი ქალაქის მონახულება რეგიონში საღამოს 11 საათამდე იქნება შესაძლებელი.   ასევე  ანტალიის მუზეუმი, ალანიის მუზეუმი, ნეკროპოლისის მუზეუმი, ასევე ასპენდოსის, პატარას და სიდეს არქეოლოგიური ძეგლები საღამოს 10 საათამდე ღია იქნება.

პროექტში აქტიურადაა ჩართული ანატოლიაც

უნდა აღინიშნოს, რომ ღამის მუზეუმების პროექტში აქტიურად ერთვება ანატოლიაც. ადიამანში არსებული   იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - ნემრუთის მთა, რომელიც ცნობილია მეფე ანტიოქე I-ის მიერ   აღმართული კოლოსალური ქანდაკებებით, განათდება და მისი დათვალიერება შესაძლებელი იქნება დილის 4-დან 9 საათამდე.ამასთან,  ნევშეჰირში,  დერინქუიუს, ქაიმაქლისა და ოზქონაქის მიწისქვეშა ქალაქები ვიზიტორებს საღამოს 9 საათამდე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებისთვის შესაძლებელი იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ორი მნიშვნელოვანი ქალაქის, გაზიანთეფისა და შანლიურფას მუზეუმების ღამით დათვალიერებაც.    ესენია,  გაზიანთეფის ზეუგმას მოზაიკის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია უძველესი ქალაქის, ზეუგმას საოცარი  მოზაიკები და რომაული ეპოქის ქანდაკებები. ის ვიზიტორებს საღამოს 9 საათამდე მიიღებს. შანლიურფა კი, რომელიც მსოფლიოში უძველესი ნეოლითური ძეგლების, მათ შორის გობექლითეფესა და ქარაჰანთეფეს  სამშობლოა, ასევე თავს იწონებს  ორი შთამბეჭდავი მუზეუმით, რომლებიც საღამოს 9 საათამდე  იქნება ღია. აღსანიშნავია შანლიურფას მუზეუმში, რომელსაც, ფაქტობრივად,  თურქეთის უდიდესი საგამოფენო სივრცე უკავია. აქ  ნახავთ  10 000-ზე მეტ  არტეფაქტს.     უნდა ითქვას შავი ზღვის რეგიონში ახლად გახსნილი სამსუნის მუზეუმიც, სადაც  ქალქოლითის, ადრეული ბრინჯაოს, ხეთური, ელინისტური და რომაული პერიოდის არტეფაქტებია გამოფენილი. ის საღამოს 10 საათამდე იქნება ღია დამთვალიერებლებისთვის.   აღსანიშნავია, „ღამის მუზეუმების პროექტის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ერზურუმის მუზეუმი, რომელიც  სამუშაო საათებს გაახანგრძლივებს და საღამოს 9 საათამდე იქნება ღია.