GE
AktualMed.ge

თურქეთი მსოფლიო დონის ღონისძიებების მასპინძლობას აგრძელებს

Maraqlı - 12 iyn 2026
თურქეთი მსოფლიო დონის ღონისძიებების მასპინძლობას აგრძელებს

თურქეთი ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ბიზნესტურიზმის მიმართულებით, რომელიც მოიცავს საერთაშორისო კონფერენციებს, კონგრესებს, გამოფენებსა და კორპორატიულ ღონისძიებებს (MICE). თურქეთი განვითარებული სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დამსახურებით     წარმატებით მასპინძლობს საერთაშორისო დონის კონფერენციებს, კონგრესებსა და სხვა მსხვილ ღონისძიებებს.
2025 წელს ქვეყანამ  არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმსა და სამიტს უმასპინძლა, მათ შორის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს, PATA-ს ყოველწლიურ სამიტსა და Trip.com-ის გლობალურ სამიტს. ამ  ღონისძიებებმა ნათლად აჩვენა, რომ თურქეთი წარმატებით მართავს მსოფლიო მასშტაბის კონგრესებსა და შეხვედრებს.
მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებები 2026 წელს
2026 წელს თურქეთი კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლებს. მათ შორისაა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP31), რომელიც 9-20 ნოემბერს ანტალიაში გაიმართება, და ნატოს სამიტი, რომელიც 7-8 ივლისს ანკარაში ჩატარდება.
ქვეყანა ასევე აქტიურად ვითარდება სპორტული ტურიზმის მიმართულებითაც. ფეხბურთის, ველოსპორტის, გოლფისა და სხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობით თურქეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
თურქეთის მზარდი როლი MICE ინდუსტრიაში
თურქეთი აქტიურად მონაწილეობს MICE (საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების, კონგრესებისა და გამოფენების ტურიზმი) ინდუსტრიის წამყვან საერთაშორისო გამოფენებსა და ფორუმებში, მათ შორის IBTM Barcelona-ზე, IMEX Frankfurt-სა და IMEX Las Vegas-ზე. ქვეყანა თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ICCA და IAPCO, რაც ხელს უწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო კონგრესების მოზიდვას.
სტამბოლი - თურქეთის ბიზნესცენტრი
სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს და საკონგრესო ქალაქად მიიჩნევა. ორი საერთაშორისო აეროპორტის - İGA Istanbul Airport-ისა და Sabiha Gökçen Airport-ის - მეშვეობით ქალაქი მსოფლიოს ასობით ქალაქს პირდაპირი ავიარეისებით უკავშირდება.
სტამბოლი სტუმრებს ასევე  სთავაზობს   ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, მუზეუმებს, მიშლენის ვარსკვლავების მფლობელ რესტორნებსა და  აქტიურ ღამის ცხოვრებას.      ICCA-ს კვლევის მონაცემებით, 2025 წელს სტამბოლში გამართული საერთაშორისო კონგრესების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით  ზრდამ 16% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ქალაქი ორ მსხვილ საერთაშორისო სამედიცინო კონგრესს უმასპინძლებს, რომლებიც დაახლოებით 13 500 მონაწილეს გააერთიანებს.
ანტალია - ბიზნესი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე
ანტალია,   წელიწადის თითქმის 300 დღე  არის მზიანი,  თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ბიზნეს მიმართულებაა. ქალაქში 300-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და 175 000-ზე მეტი საკონფერენციო ადგილი ფუნქციონირებს.  
თანამედროვე საკონგრესო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ანტალია სტუმრებს სთავაზობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, გოლფის მოედნებს, სპა-ცენტრებსა და მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას, რაც მას კონფერენციებისა და ბიზნესღონისძიებებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად აქცევს.   
აღსანიშნავია, რომ MICE ტურიზმის მიმართულებით თურქეთის შესაძლებლობები მხოლოდ სტამბოლითა და ანტალიით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ამ მხრივ, გამოირჩევა ბოდრუმი და იზმირიც. ამ ადგილებში  შეიძლება ითქვას, რომ  თანამედროვე ინფრასტრუქტურა კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთიანდება. კაპადოკია კი უნიკალური ბუნებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამოირჩევა, რაც მას საერთაშორისო შეხვედრებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარებისთვის საკმაოდ  მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.