თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ, 31 ივლისს სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე წლის პირველი ნახევრის ტურიზმის შედეგები გამოაცხადა თურქეთში. 2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში თურქეთმა 25,8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო. ამრიგად, თურქეთის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გასული წლის დონეზე დარჩა და სულ 25,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი -„ახლო აღმოსავლეთში რეგიონულმა დაძაბულობამ და გლობალურმა გაურკვევლობამ გავლენა მოახდინა ტურიზმის მოთხოვნაზე 2026 წლის პირველ ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი კონფლიქტში არ იყო ჩართული და ჩვენი ყველა ავიაკომპანია და აეროპორტი შეუფერხებლად აგრძელებდა ფუნქციონირებას, ახლო აღმოსავლეთის საჰაერო სივრცის დახურვამ მოთხოვნის საკითხში უმნიშვნელო შემცირება გამოიწვია. ამრიგად, 2025 წლის პირველ ექვს თვეში ჩვენ 26.4 მილიონ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25.8 მილიონ ვიზიტორს. წლის მეორე ნახევარი კარგი შედეგებით დაიწყო და არსებული პროგნოზებით, წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ჩვენი სტრატეგიული ინიციატივების შედეგად, შევინარჩუნეთ ტურიზმის შემოსავლები 2025 წლის დონეზე და წლის პირველი ნახევარი 25.8 მილიარდი აშშ დოლარის სტაბილური მაჩვენებლით დავასრულეთ“. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თურქეთში ღამის გათევის საშუალო მაჩვენებელი 0,5%-ით გაიზარდა და 10,01 ღამე შეადგინა, ხოლო ერთ ღამეში ხარჯი 2,6%-ით გაიზარდა და 109 აშშ დოლარს მიაღწია. ასევე, თურქეთის 3 უმსხვილესი წყარო ბაზარი უცვლელი დარჩა: რუსეთის ფედერაცია (2.65 მილიონი), გერმანია (2.44 მილიონი) და დიდი ბრიტანეთი (1.58 მილიონი).