GE
AktualMed.ge

თურქეთმა 2025 წლის პირველ კვარტალში 8.844 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა და რეკორდული მაჩვენებლით 9.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

Maraqlı - 6 may 2025
თურქეთმა 2025 წლის პირველ კვარტალში 8.844 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა და რეკორდული მაჩვენებლით 9.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

თურქეთმა 2025 წლის პირველ სამ თვეში 8.844 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა და რეკორდული მაჩვენებლით, 9.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს ინფორმაცია კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სტამბოლში გამართულ პრესკონფერაციაზე გააჟღერა.
მან განაცხადა, რომ ქვეყანამ პირველ კვარტალში  საუკეთესო შედეგი დადო.


 „გაეროს ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, თურქეთი 2024 წელს მსოფლიოში სიდიდით მეოთხე შემომავალი ტურიზმის ბაზარი გახდა. თავდაპირველად, გასულ წელს 60 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის მიღება გვქონდა მიზნად, თუმცა 2024 წელი რეკორდული მაჩვენებლით - 62.2 მილიონით დავასრულეთ. 2025 წლის ბოლოსთვის ჩვენი მიზანია 65 მილიონი ვიზიტორის მიღება და ტურიზმიდან  64 მილიარდი აშშ დოლარის გენერირება. ის ფაქტი, რომ  2025 წლის პირველ სამ თვეში 5.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ადასტურებს, რომ ჩვენ ჩვენი მიზნების მისაღწევად სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, - აღნიშნა მეჰმედ ნური ერსოიმ. 


2025 წლის პირველ სამ თვეში თურქეთს  ირანიდან 733 000, რუსეთიდან 601 000, გერმანიიდან 572 000, ბულგარეთიდან 560 000  და დიდი ბრიტანეთიდან 304 000 ვიზიტორი ეწვია.  ეს ვიზიტორები თურქეთში საშუალოდ 11 ღამეს რჩებოდნენ და ღამეში დაახლოებით 98.90 აშშ დოლარი ხარჯავდნენ.