GE
AktualMed.ge

თურქული ზაფხული - ტრადიციული კერძები, რომლებიც თურქეთში ჩასვლისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ

Maraqlı - 19 avq 2026
თურქული ზაფხული - ტრადიციული კერძები, რომლებიც თურქეთში ჩასვლისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ

მოგზაურები მხოლოდ იმას კი აღარ კითხულობენ, თუ სად წავიდნენ და სად დაისვენონ? მათთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვაზე პასუხი, თუ რა უნდა ჭამონ ამა თუ იმ ადგილას ჩასვლისას და რა კერძები უნდა დააგემოვნონ. როგორც ჩანს, ამ ზაფხულს მოგზაურობა  და ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული.

მოგეხსენებათ, სტამბოლში უამრავი თევზის ბაზარია,     ბოდრუმსა  და ანტალიაში კი ზღვისპირა ტავერნები. თურქეთში ადგილობრივი სამზარეულო ტურისტებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება. განსაკუთრებით პოპულარულია მარტივი, სახლში მომზადებული კერძები, რომელთა რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა. ბოლო კვლევების მიხედვით, ზაფხულის მოგზაურობას  გამოკითხულთა 79% ანიჭებს უპირატესობას. შემდეგ მოდის საკვებთან დაკავშირებული აქტივობები (70%) და გარე აქტივობები (69%).

  თურქული სამზარეულო ზაფხულში განსაკუთრებით მრავალფეროვანია. სუფრაზე ხშირად გვხვდება ახალი ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი, მწვანილი და ზღვის პროდუქტები. გრილი სუპები,  ბოსტნეულის მსუბუქი კერძები და  ახალი სალათები.  გამაგრილებელი სასმელები კი ზაფხულის ცხელ დღეებს განსაკუთრებით უხდება.

ცივი სუპი, რომელიც შესაძლოა  არ გაგისინჯავთ

ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული კერძია „აირან აშის“ სუპი. ეს არის  აღმოსავლეთ ანატოლიაში გავრცელებული გრილი კერძი, რომელიც მზადდება მაწვნით, მუხუდოთი და ხორბლით. ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია აღმოსავლეთ თურქეთში, თუმცა დღეს მისი დაგემოვნება სტამბოლისა და სხვა დიდი ქალაქების ტრადიციულ რესტორნებშიცაა შესაძლებელი.

ზეითუნის ზეთის კერძები და ფერადი სალათები

ზაფხულში თურქულ სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზეითუნის ზეთში მომზადებულ კერძებს. მათ ხშირად ცივადაც მიირთმევენ, რაც სეზონური ბოსტნეულის ბუნებრივ გემოს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს.

ზეითუნის ზეთის კერძები და ფერადი სალათები

ზაფხულში თურქულ სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ზეითუნის ზეთში მომზადებულ კერძებს. მათ ხშირად ცივადაც მიირთმევენ, რაც სეზონური ბოსტნეულის ბუნებრივ გემოს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. მათ შორისაა მწვანე ლობიო, ყაბაყი და არტიშოკი. აქ განსაკუთრებით პოპულარულია კერძი დოლმა, რომელიც  ვაზის ფოთლებში გახვეული ცხვრის ხორცისა და ბრინჯის ნაზავია . ასევე ცნობილია სარმა -  ვაზის ფოთლებში გახვეული, დაახლოებით მსგავსი შიგთავსი.

თურქეთში   ტრადიციული კერძების გასასინჯად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ესნაფ ლოქანტასი“ (Esnaf Lokantası) - მარტივი და ჩვეულებრივი ტიპის ადგილობრივი სასადილოები, სადაც ყოველდღიურად სახლში მომზადებული კერძების მსგავს საკვებს ამზადებენ. ასეთი სასადილოები თავდაპირველად, ადგილობრივი მუშებისა და დასაქმებულებისთვის შეიქმნა, ამიტომ აქ კერძები, როგორც წესი, მარტივი, ნოყიერი და ხელმისაწვდომია.

სტუმარს მზა კერძებიდან თავად შეუძლია სასურველის არჩევ.  კერძები  როგორც წესი, ვიტრინაშია გამოფენილი. შემდეგ არჩეულ კერძებს თეფშზე მოგართმევენ და თანხას ულუფების მიხედვით გადაიხდით. საკვებს კი ხშირად ახალი პურიც უფასოდ მოჰყვება.

თურქეთის სანაპიროები, უძველესი ქალაქები და მთები მოგზაურობისთვის უამრავ მიზეზს იძლევა,  თუმცა ადგილობრივი სამზარეულო ამ გამოცდილებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ამიტომაც, სანამ ზაფხული დასასრულს უახლოვდება, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ მოგზაურობა თურქეთში.