GE
AktualMed.ge

იმოგზაურეთ პრეისტორიულ ხანაში - გობექლითეფე

Maraqlı - 6 fev 2024
იმოგზაურეთ პრეისტორიულ ხანაში - გობექლითეფე

თქვენი აზრით, შესაძლებელია დროში მოგზაურობა? დიახ, შესაძლებელია დაბრუნდეთ ძველ დროში და იმოგზაუროთ პრეისტორიულ ხანაში! ალბათ მიხვდით, რაზეც ვისაუბრებთ. დღევანდელ ჩვენს სტატიაში მოგიყვებით გობექლითეფეზე, რომლის აღმოჩენებმაც ფაქტობრივად, კაცობრიობა შეცვალა!

გობექლითეფე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე ქალაქ შანლიურფასგან 17 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. გობექლითეფეს აღმოჩენამ როგორც კაცობრიობის, ასევე რელიგიების ისტორიაც შეცვალა. ჩვენ მისი მეშვეობით წარსულის უამრავი პერიოდი შეგვიძლია შევისწავლოთ. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ისტორიის ნულოვან წერტილს“. თითქოს ჩვენ ვსაუბრობთ 12 ათასი წლის საიდუმლოზე, რომელიც ჯერ კიდევ ამოუხსნელია და როგორც ჩანს, დიდხანს კიდევ ვერ მოხდება მისი სრულფასოვანი ახსნა, რადგან, გობექლითეფეს ჯერ კიდევ ჩაკარგული ადგილების აღმოჩენას 50, ან შეიძლება 100 წელიც დასჭირდეს.

„გარეული ღორი“ გობექლითეფეში

კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ ჩატარებული გათხრების დროს გობექლითეფში ნაპოვნი იქნა კირქვისგან დამზადებული გარეული ღორის ქანდაკება. ესეც ითვლება ერთ-ერთ უნიკალურ აღმოჩენად.  გობექლითეფეში პირველი გათხრები  დაიწყო 1995 წელს. მალევე აღმოაჩინეს ცხოველთა და ადამიანთა ქანდაკებები, ფიგურის ფორმის სვეტები, ქვის და ძვლის იარაღები,  ცხოველთა ძვლები და სხვადასხვა ნანგრევი, რომლებიც მნიშვნელოვნად ასახავს იმ პერიოდის ისტორიას. მან შეიძლება ითქვას, რომ მოგვაწოდა უამრავი ახალი ინფორმაცია  იმ დროის სოციალური ცხოვრების, არქიტექტურისა და ხელოვნების შესახებ, რაც ნეოლითის ხანის ადრეულ ეტაპებზე  მაღალგანვითარებული საზოგადოებას ახასიათებდა.

თურქეთში, რომელიც ოდითგანვე იყო უძველესი ცივილიზაციების სამშობლო, კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მრავალი არქეოლოგიური გათხრები და აღდგენითი პროექტები ტარდება.  2023 წლის ბოლოსთვის თურქეთში ამ კვლევების რაოდენობა სავარაუდოდ 750-ს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ შანლიურფას პლატოზე გობექლითეფეს მახლობლად თანამედროვე დასახლებებიც აღმოაჩინეს, რომლებშიც ქვის ბორცვები და სვეტები შედის. ისინი ასევე მოიცავს  ქარაჰანთეფეს, საიბურჩის, სეფერთეფეს,  გურჩუთეფეს, ჩაქმაქთეფესა და სხვა დასახლებებს.