კაპადოკია ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობს. იგი მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი ზღაპრული ბუნებით, ვულკანური წარმოშობის, კოშკის ფორმის კლდეებით, გორემეს ეროვნული პარკით, კლდეში ნაკვეთი ქალაქებით და ძვ. წ. I ათასწლეულში დაარსებული მიწისქვეშა ქალაქებით. ის საკმაოდ ტურისტული ადგილია. მხოლოდ 2024 წელს კაპადოკიის მუზეუმებმა და არქეოლოგიურმა ძეგლებმა 4.37 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო, რამაც განამტკიცა მისი პოზიცია, როგორც თურქეთის ერთ-ერთი მთავარი კულტურული დანიშნულების ადგილი. გასულ წელს საჰაერო ბუშტებით 933,000-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც რეკორდული მაჩვენებელად ითვლება.
რეგიონი კვლავაც იზიდავს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და შორეული აღმოსავლეთიდან. თუმცა, მისი ვიზუალური ხიბლის მიღმა კიდევ ერთი საგანძური იმალება: განსაკუთრებული კულინარიული მემკვიდრეობა, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული თურქულ და ანატოლიურ ტრადიციებში.
და სულ ახლახან, ეს ადგილობრივი უნიკლაური საკვების კულტურა MICHELIN-ის გზამკვლევში მოხვდა, რაც კაპადოკიას გურმანი მოგზაურებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.
კულინარიული შოუ, რომელიც ვირალურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში: Testi Kebabı
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენთვის კულინარიული გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ ხორცის კერძების დაგემოვნება იქნება. სწორედ ამიტომ, უნდა გაგიზიაროთ ეს კულინარიული გამოცდილება, რომელიც კაპადოკიაში გელოდებათ: წარმოიდგინეთ, რესტორანში ზიხართ და ოფიციანტს თქვენს მაგიდაზე ცხელ თიხის ქილა მოაქვს. ის თქვენს თვალწინ გატეხავს მას და შიგნიდან ამოდის უგემრიელესი კერძი, რომელიც საათების განმავლობაში ნელ-ნელა, სპეციალურად თქვენთვის მზადდებოდა. ამ კერძს ტესტი ქაბაბი (Testi Kebabı) ეწოდება, ანუ იმ ქილას ჰქვია “ტესტი”, რომელშიც ის მზადდება. დარწმუნებული ვართ, ეს სანახაობა სოციალურ მედიაში უკვე ნახეთ, რადგან უამრავმა ტურისტმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კაპადოკიაში ჩამოსვლა.
გადავიდეთ კიდევ ერთ ლეგენდარულ კერძზე— ქაისერის მანთი (Kayseri mantı). ეს იმდენად პატარა პელმენებია, რომ 40 ცალი ალბათ ერთ კოვზზე ეტევა. მის ზედაპირზე დაასხამენ თურქულ იოგურტს და გაცხელებულ კარაქს, რომელიც ტრადიციულ სანელებლებთან არის შერეული.
და თქვენი აზრით, ეს ყველაფერი იყო? — პასუხი: „არა“, რადგან კაპადოკიაში ბევრად მეტი რამ გელოდებათ.
თუ წვნიანი საკვები გნებავთ, აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი სუპი ურგუფის თარჰანა (Ürgüp tarhanası)— თარჰანას უნიკალური ვერსია, რომელიც მზადდება იოგურტით და იარმათი.
ადგილობრივი კერძებიდან შეგიძლიათ დააგემოვნოთ გარგარის ჩაშუშული, გარგარისა და ხორცის ჩირის ნაზავი, რომელიც შეშის ღუმელზე იხარშება; ზერდელის ფილავი, არომატული ბრინჯის კერძი, რომელიც ყურძნის მელასით, ნუშითა და ქიშმიშით არის შეზავებული; ფარშირებული კომში, რომელიც დაფქული ხორცით, თხილითა და სანელებლებით არის სავსე;
დესერტის მოყვარულებს აქ ნამდვილად დიდი არჩევანი გექნებათ: ინჯირ იაღლამასი (incir yağlaması -კარაქში მომზადებული ლეღვი), გოგრის დესერტი (pumpkin dessert), კურუქაიმაქი (kuru kaymak)— გამშრალი ნაღები ორგანულ თაფლთან ერთად და დოლაზი (dolaz ) — ფქვილის ჰალვა კარაქით.
მაგრამ, ცხადია, თურქეთში ყველაზე წინ დგას ის უნიკალური დესერტი, რომელიც ტურისტებს ასე ძალიან უყვართ და რომელიც თურქეთის კულინარიულ იდენტობას გამოხატავს. დიახ, ეს არის ბაქლავა, რომლის უამრავი სახეობაც შეგხვდებათ კაპადოკიაში.
კაპადოკიის ღვინოები — მემკვიდრეობა, რომელსაც საუკუნეებია ადრეული ქრისტიანი ბერები ინახავდნენ
კაპადოკია სავსეა კულინარიული სიურპრიზებით. კაპადოკიას ღვინის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ადრეულ ქრისტიან ბერებსაც უკავშირდება. ამას უფრო უკეთ მიხვდებით, როცა მიწისქვეშა ქალაქებსა და უძველეს ქრისტიანულ ეკლესიებს ესტუმრებით. უხვი მზის სინათლე და ვულკანური ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის ყურძნის გახარებისთვის.
ადგილობრივი ჯიშებია: Öküzgözü, Kalecik Karası, Boğazkere და Narince, თუმცა ყველაზე ცნობილია Emir , რომლისგანაც სუფთა, მინერალური თეთრი ღვინო მზადდება.