GE
AktualMed.ge

მოინახულეთ ულამაზესი თოფქაფის სასახლე

Maraqlı - 15 fev 2024
მოინახულეთ ულამაზესი თოფქაფის სასახლე
სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის თოფქაფის სასახლე. ამ სტატიაში სიამოვნებით მოგიყვებით მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და გაგიზიარებთ სხვადასხვა პრაქტიკულ ინფორმაციას მის შესახებ. სასახლე მდებარეობს სტამბოლში ფატიჰის რაიონში, სულთანაჰმედის კვარტალში, სადაც ქალაქის მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს.

სანამ სასახლის დათვალიერებას გადაწყვეტთ, აუცილებელია კარგად შეისწავლოთ მისი განლაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოთ ან ერთ წრეზე მოგიწიოთ სიარული. იგი ორ ნაწილად იყოფა: პალასი და ჰარემი.

სტამბოლში თოფქაფის სასახლე  ოსმალეთის 25 სულთნის რეზიდენციად ითვლებოდა, რომლებიც ქვეყანას 400 წლის მანძილზე მართავდნენ -  1465 წლიდან 1853 წლამდე. ახლა იგი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.   სასახლის მშენებლობა მეჰმედ მე-2-ის  ბრძანებით დაიწყო და ფორმალურად დასრულდა 1479 წელს, თუმცა რეალურად მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან  ცვლილებების გამო წლიდან წლამდე  იზრდებოდა მისი ფართობი. საბოლოოდ, მისმა ფართობმა 700 000 კვადრატული მეტრი შეადგინა.

იგი შედგება ოთხი ცალკეული ეზოსგან, რომლებიც გადაჭიმულია ხუთ კილომეტრზე.
1923 წლიდან კი თოფქაფის სასახლე მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანებით გაიხსნა  როგორც მუზეუმი, სადაც საზოგადოებისთვის წარმოდგენილი ექსპონატების რაოდენობა დღესდღეობით 65 000 ერთეულს შეადგენს.
პირველი მოედანი მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს იმპერიული კარიბჭე ჰქვია. სალამის დიდ კარიბჭეს მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ მივყავართ, სადაც ნახავთ საცხობებს, საჯინიბოსა და საიმპერატორო ჰარამხანას.  

ასევე ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს. აქ თვალწარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები, რომლებშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა.
მეოთხე მოედანს რაც შეეხება, სულთნის პირადი ბაღი იყო, რომელიც შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან.

თოფქაფის სასახლეში, ასევე, არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის წმინდა ნივთებია და  სატახტო ოთახი ჰარემში, რომელსაც სულთანი იყენებდა უცხო სტუმრებისა და ელჩების მისაღებად.

მოინახულეთ ულამაზესი თოფქაფის სასახლე