GE
AktualMed.ge

ოჯახური დასვენება ოთხივე სეზონზე - მოინახულეთ ანტალიის თემატური პარკები ზამთარსა და გაზაფხულში

Maraqlı - 26 yan 2026
ოჯახური დასვენება ოთხივე სეზონზე - მოინახულეთ ანტალიის თემატური პარკები ზამთარსა და გაზაფხულში

2026 წლის დაწყებასთან ერთად, კვლევითი კომპანიის Euromonitor International-ის (გლობალური ბაზრისა და ტურიზმის ანალიტიკური ორგანიზაცია) რეიტინგის — International Arrivals 2025-ის (საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლების რეიტინგი) მიხედვით, ანტალია მსოფლიოს ტოპ 10 ტურისტულ მიმართულებას შორის არის დასახელებული.

ცნობილი სანაპიროების გარდა, ქალაქი  ოთხივე სეზონზე ტურისტებს სთავაზობს ადგილობრივი თემატური პარკების მონახულებას და ჰპირდება გართობასა  და  უამრავ თავგადასავალს.       აქ ოჯახები, კულტურის მოყვარულები და თავგადასავლების მაძიებლები თავიანთ დასვენებას დაუვიწყარ ისტორიებად აქცევენ, ზაფხულის სეზონის მიღმაც კი.

"ლეგენდების ქვეყანა"

ანტალიაში, ბელექში მდებარე "ლეგენდების ქვეყანა" თურქეთის უდიდეს გასართობ  კურორტად ითვლება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში   ოჯახებს საოცარ თავაგადასავლებს სთავაზობს.   ლეგენდარული 62 მეტრიანი Hyper Coaster-ისა და Aqua Land-ის წყლის ატრაქციონებიდან დაწყებული, „Nickelodeon Land“-ისა და „Masha and the Bear-ის“ წარმოსახვითი სამყაროებით დამთავრებული, კურორტი ყველა ასაკისთვის - დღისითაც და ღამითაც - აქტიურ რეჟიმში მუშაობს.  თემატური ნომრები Kingdom Hotel-ში და სათამაშო-სტილის ლუქსი Nickelodeon Hotels & Resorts Antalya-ში კომფორტსა და გართობას ერთ მთლიან გამოცდილებად აერთიანებს.

დოქუმაპარკი (Dokumapark)

ანტალიის რაიონ ქეფეზში, ყოფილი ტექსტილის ქარხნის ტერიტორიაზე შექმნილი დოქუმაპარკი კულტურულ სივრცეს წარმოადგენს, სადაც აქცენტი ისტორიასა და წარსულზე კეთდება.   ტერიტორიაზე განთავსებულია მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები, კაფეები და სასეირნო გზები. აქ ასევე  გამორჩეულია სათამაშოების მუზეუმი, 10 000 კვ.მ ფართობის მქონე მინიატურული პარკი , სადაც თურქეთის ღირსშესანიშნაობების 1:25 მასშტაბის მოდელებია განთავსებული. ასევე უნდა აღინიშნოს  კლასიკური ავტომობილების მუზეუმი.

ანტალიის აკვარიუმი

ქონიაალთის სანაპიროს მახლობლად მდებარე ანტალიის აკვარიუმი ერთ-ერთი უმსხვილესი აკვარიუმის კომპლექსია მთელს მსოფლიოში. აქ წარმოდგენილია 40-ზე მეტი თემატური აკვარიუმი და 131-მეტრიანი შთამბეჭდავი გვირაბი, სადაც ზღვის ბინადრები გარშემო, ყველა მიმართულებით მოძრაობენ.    კომპლექსში ასევე არის WildPark, Snow World & Ice Museum, Oceanride XD კინოთეატრი და ცვილის ფიგურების მუზეუმი, რაც მას ოთხივე სეზონზე მიმზიდველ გასართობ სივრცედ აქცევს.

 "მაჩერა ორმანი" (Macera Ormanı), "აქტურ ლუნაპარკი" (Aktur Lunapark) და "ჰიპ-ნოტიქსი" (Hip-Notics)

ქეფეზში მდებარე „მაჩერა ორმანი“ (სათავგადასავლო ტყე) სტუმრებს სთავაზობს ზიპლაინებსა და ბუნებრივ ბილიკებს ფიჭვებით დაფარულ სივრცეში, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.

კონიაალთის რაიონში განთავსებული "აქტურ ლუნაპარკი" (Aktur Lunapark) ქმნის კლასიკური გასართობი პარკის ატმოსფეროს -  ამერიკული მთებითა და საბავშვო ატრაქციონებით, რაც მას განსაკუთრებით პოპულარულს ხდის ოჯახებისთვის.

ანტალიის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 30 წუთის სავალზე მდებარეობს "ჰიპ-ნოტიქსის" ( Hip-Notics Cable Ski Park) სათხილამურო  პარკი, რომელიც  სამ ხელოვნურ ტბაზე ფუნქციონირებს.

ტროპიკული სიმშვიდე - Butterfly World Antalya

2026 წლის თებერვალში გახსნილი პარკი -  "ანტალიის პეპლების სამყარო" თითქმის 10 000 კვ.მ ფართობზე არის გაშლილი,  სადაც შუშის გუმბათის ქვეშ  ათასობით პეპელა   ფრინავს.    ტერიტორიაზე მოწყობილია ფრინველთა  ბაღი, ბავშვთა საგანმანათლებლო სახელოსნოები და ღია ამფითეატრი, რაც აღნიშნულ სივრცეს როგორც დასასვენებელ, ისე საგანმანათლებლო ცენტრად აქცევს.