GE
AktualMed.ge

სტამბოლის „ბოსფორის თასი" (Bosphorus Cup 2025) 24-ედ ბრუნდება

Maraqlı - 31 avq 2025
სტამბოლის „ბოსფორის თასი
თურქეთი, რომელიც სამი მხრიდან  ლურჯი ზღვით არის გარშემორტყმული, ვიზიტორებს  მთელი მსოფლიოდან იზიდავს მსოფლიო დონის წყლის სპორტის ღონისძიებებით. "ბოსფორის თასი" ამისთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, რომელიც ქვეყნის ყველაზე საინტერესო საზღვაო   შეჯიბრია. ის ასევე მსოფლიოში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რბოლებს შორის, რომელიც ორ კონტინენტს შორის ტარდება. თურქეთი სწორედ ამის მაგალითია.

ახლა უკვე 24-ედ  ბრუნდება  ბოსფორის თასი და აგრძელებს ამ საოცარ რბოლებს.   იგი 18-დან 21 სექტემბრამდე სტამბოლში ჩატარდება.

საოცარი ბრძოლა "ბოსფორის თასისთვის"

სტამბოლის მომხიბვლელი სრუტე "ბოსფორის თასის' ასპარეზად იქცევა, სადაც ყოველწლიურად ერთი არაჩვეულებრივი შაბათ-კვირის განმავლობაში შთამბეჭდავი სანახაობები იმართება.  ბოსფორის სრუტეში, რომელიც ჩვეულებრივ ყველასთვის დახურულია, გარდა კომერციული გემებისა, შეჯიბრში მონაწილეობის სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული თითქმის 85 ნავის მეზღვაურები სტამბოლში შეიკრიბებიან, რათა შექმნან მძაფრი, თუმცა საკმაოდ მეგობრული მეტოქეობა.

რბოლა 18 სექტემბერს, გახსნის დღით დაიწყება, მეორე დღეს  კი, ქადებოსტანის სანაპიროსთან პირველი მოკლე მანძილის რბოლები გაიმართება. 20 სექტემბერი იქნება მთავარი დღე, როდესაც 10 ქვეყნის დაახლოებით 900 მეზღვაური შეებრძოლება ამ ძლიერ სრუტეს, რათა გაირკვეს "ბოსფორის თასი 2025-ის"  გამარჯვებული.   სანაპიროებზე თავმოყრილი  მილიონი მაყურებლის თვალწინ, 25-დან 86 ფუტამდე სიგრძის იახტები საუკეთესო პოზიციის მოპოვებას შეეცდებიან.

"ქარების თეატრი"

"ბოსფორის თასი" დაუვიწყარია არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფესტივალების თვალსაზრისითაც. ეს არის რბოლა, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, სადაც ისტორია  და თანამედროვე სამყარო ერთმანეთს ერწყმის. სტამბოლელები და უცხოელი სტუმრები ქალაქის სანაპიროებზე იკრიბებიან, რათა იხილონ   ეს საოცარი სანახაობა, რომელიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ ამშვენებს ბოსფორს.

წელს ამ შთამბეჭდავ სანახაობას შეემატება „ქარების თეატრი“ – მხატვრული წარმოდგენა, რომელიც შექმნილია სტამბოლის სახვითი ხელოვნების აკადემიასთან თანამშრომლობით. ექვსი მოცეკვავე, ქალაქის "ცნობილი ქარები" აცოცხლებს ქორეოგრაფიითა და კოსტიუმებით სპეციალურ VIP წვეულებაზე. "სტამბოლის ქარები", წარმოდგენილი როგორც სცენური პერსონაჟები.

ბოსფორზე რბოლა 12:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება, ხოლო სტუმრები კი მთელი დღის განმავლობაში ბოსფორის სანაპიროზე მდიდრული წვეულებით დატკბებიან.