GE
AktualMed.ge

სტამბოლი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

Maraqlı - 8 iyn 2026
სტამბოლი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

სტამბოლი მთელი ახლო აღმოსავლეთის კულტურული მნიშვნელობის ქალაქია. იგი მარმარილოსა და შავი ზღვების სანაპიროზე მდებარეობს. სტამბოლი ბიზანტიის დედაქალაქს წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ინარჩუნებს განსაკუთრებულობას. იგი ხიდია აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროებს შორის, ამიტომ აქ უამრავ კულტურულ და ისტორიულ არტეფაქტს წააწყდებით. ქალაქი თავის საოცარ ატმოსფეროში ჩაგძირავთ. გამოგვყევით ამ ბლოგში და ჩვენთან ერთად დაგეგმეთ სტამბოლში მოგზაურობა. 


სად დავრჩეთ სტამბოლში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ სტამბოლის ცნობილ დასარჩენ არეალებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას. ესენია სულთანაჰმედი, ბეიოღლუ, კადიკოი, თავისუფლების უბანი  და ბეშიქთაში.

რა ვნახოთ სტამბოლში?
სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. შეიძლება ითქვას, აქ სხვადასხვა ეპოქების განმავლობაში ისტორიული კერები იყო, რაც დღემდე ახდენს გავლენას აქაურთა ყოველდღიურობაზე. დიდი წარსულიდან გამომდინარე, ქალაქში სანახავი მართლაც ბევრია.მაგალითად, სტამბოლში ჩამოსვლისქს აუცილებლად უნდა ნახოთ აიასოფია, სულთანაჰმედის მეჩეთი,  ბაზილიკა ცისტერნა, გალათას კოშკი, თოფქაფის სასახლე, დოლმაბაჰჩე, სულეიმანიეს მეჩეთი, პრინცის კუნძულები და სხვ.

სად ვიშოპინგოთ სტამბოლში?
სტამბოლი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შოპინგის ქალაქია. აქ ნახავთ გრანდიოზულ მოლებსა და ბაზრებს, სადაც ადგილობრივი პროდუქციისა თუ მსოფლიო დონის ბრენდების ნამუშევრების შეძენას შეძლებთ. სტამბოლში თავისუფლად შეძლებთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებულად შოპინგს.

როდის არის საუკეთესო დრო სტამბოლში სამოგზაუროდ?
სტამბოლი ნებისმიერ სეზონზე საუკეთესოდ გიმასპინძლებთ. ამინდების მხრივ კი გაზაფხულის ან შემოდგომის თვეები უმჯობესია, რადგან ამ დროს თბილა და ზაფხულის უზარმაზარ რიგებსაც აიცილებთ თავიდან ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. თანაც, შემოდგომაზე ბევრი კულტურული ღონისძიება იმართება სტამბოლში და საინტერესო გამოცდილებებს მიიღებთ. თუმცა, ზამთარში ბოსფორის სრუტეზე თოლიების გუნდთან ერთად სეირნობას შეძლებთ. ყველა სეზონს თავისებური ხიბლი აქვს სტამბოლში.