GE
AktualMed.ge

სტამბოლში 26-29 თებერვალს SITE-ს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

Maraqlı - 11 mar 2024
სტამბოლში 26-29 თებერვალს SITE-ს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

SITE-მ (საერთაშორისო მოგზაურობის წამახალისებელი საზოგადოება)  2024 წლის 26-29 თებერვალს სტამბოლში მასშტაბური კონფერენცია გამართა, სადაც მსოფლიო ტურიზმის ექსპერტები შეიკრიბნენ და განიხილეს ის ინოვაციური გზები, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ესაჭიროება. 

კონფერენცია ჩატარდა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს მოგზაურობის წახალისებას და გააუმჯობესოს არსებული სერვისები ტურისტებისთვის. 

კონფერენცია გაიმართა დაახლოებით 500 პროფესიონალის მონაწილეობით, რომლებმაც იმსჯელეს  ტექნოლოგიის უახლეს ტენდენციებზე,  ტურისტულ სერვისებზე, ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ხელოვნური ინტელექტის (AI)  დანიშნულებაზე მარკეტინგის მიმართულებით.  მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება იმუშაონ ორგანიზაციებმა კულტურათა შორის ხიდის აგებაზე,  ტოლერანტობისა და მიმღებლობის გაუმჯობესებაზე და ურთიერთდახმარების ჩამოყალიბებაზე.  ღონისძიებაზე დამსწრეებს ეძლეოდათ  შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ წამახალისებელ ტურიზმის ექსპერტებს და ერთმანეთთან გაეცვალათ საინტერესო იდეები.   პროგრამის ფარგლებში მათ ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ  სტამბოლი და  გაცნობოდნენ მის ღირსშესანიშნაობებს, კულტურას, გასტრონომიასა და ტურისტულ გამოცდილებას.  

SITE  87 ქვეყანაში  2600-ზე მეტი წევრით  მასპინძლობს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი , კანადა, ირლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი, მექსიკა, გერმანია, დანია, შვედეთი, საბერძნეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბელგია, დანია, ბრაზილია, კაიმანის კუნძულები, ჩინეთი, ხორვატია, პოლონეთი, კოსტა რიკა, ჩეხეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდოეთი, იტალია, ნიდერლანდები, პანამა, პორტუგალია, პუერტო რიკო, რუანდა , შოტლანდია, მონაკო, მაროკო, ომანი, სინგაპური, სლოვენია, ვიეტნამი, ტაილანდი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სამხრეთ აფრიკა, ზიმბაბვე, ეთიოპია, უგანდა და ტანზანია.

SITE

SITE არის გლობალური ბიზნეს ღონისძიებების ასოციაცია, რომელიც 1973 წელს დაარსდა. მისი მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს წამახალისებელი ტურიზმის გავლენა და პროფესიონალ ექსპერტებთან ერთად  წვლილი შეიტანოს სექტორის განვითარებაში. ასევე იგი ორიენტირებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დასაქმების ადგილების შექმნაზე.  ამას კი, იგი სასწავლო  ტრენინგებით, ონლაინ რესურსების გამოყენებითა და საინტერესო ინფორმაციული ღონისძიებებით ახორციელებს.