GE
AktualMed.ge

ფასელისის 15-ე ფესტივალი, სადაც ისტორია და მუსიკა ერთიანდება

Maraqlı - 29 sen 2025
ფასელისის 15-ე ფესტივალი, სადაც ისტორია და მუსიკა ერთიანდება

სექტემბერში ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლი ყველასთვის საუკეთესო   საკონცერტო მოედნად გადაიქცევა.  ანუ გაიმართება ფასელისის მე-15 (Phaselis) ფესტივალი. ფასელისი (Phaselis) — ეს არის უძველესი ქალაქი ლიკიის რეგიონში. 22-27 სექტემბერს, სწორედ ამ უძველეს  ნანგრევებში  ისტორიული ატმოსფეროს ფონზე გაიმართება  ფასელისის მე-15  ფესტივალი.

გახსნის საღამო – 22 სექტემბერი

ფესტივალი გაიხსნება მევიოლინე ელვინ ჰოჯა განიევის და  ორკესტრის, "აკადემიკ ბაშქენთის“ შესრულებით. ისინი ვივალდის საყვარელ „ოთხ სეზონს“ დაუკრავენ – ეს მიეძღვნება თურქი ვირტუოზის, აილა ერდურანის ხსოვნას. 

ოჯახის საღამო – 24 სექტემბერი: მუსიკა და არქეოლოგია

ეს დღე ოჯახებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგანაც ამ დღეს  „მოცარტი ბავშვებს ხვდება ფასელისში“.  თავდაპირველად გათხრების სამუშაოების ხელმძღვანელი პროფესორი ერდოღან ასლანი  აუდიტორიას უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს გაუზიარებს, შემდეგ კი სცენაზე ტრიო „სამიდა“ გამოვა თავისი პროგრამით - „მოგზაურობა მსოფლიო მუსიკაში“, რომელიც მსოფლიოს მრავალფეროვან მელოდიებს გააერთიანებს. ეს ყველაფერი კი მოხდება 2000 წლისწინანდელ ადგილზე.

ჯაზის საღამო – 26 სექტემბერი: ბინდის მაგია

როგორც კი უძველეს ნავსადგურებზე ბინდი ჩამოწვება, სანათ დელიორმანი შექმნის საოცარ ჯაზურ ატმოსფეროს. მისი იმპროვიზაციული მუსიკა იფინება სვეტებსა და თაღებს შორის, სადაც ოდესღაც აღმოსავლეთ რომის და უფრო ადრინდელი რომის კულტურები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ეპოქების სული იწერებოდა ქვის კედლებში.