GE
AktualMed.ge

ფეხბურთი ხმელთაშუა ზღვის ხედებით - მსოფლიო ჩემპიონატის უნიკალური გამოცდილება ქაშში

Maraqlı - 22 iyn 2026
ფეხბურთი ხმელთაშუა ზღვის ხედებით - მსოფლიო ჩემპიონატის უნიკალური გამოცდილება ქაშში

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო და საფეხბურთო ციებ-ცხელება  მასპინძელი  ქვეყნების ფარგლებს უკვე გასცდა. აქ ფეხბურთის გულშემატკივრებს განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფერო ელით. თურქეთის ქალაქების მოედნები, ღია სივრცეები და ისტორიული ლოკაციები მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში დიდ ეკრანებად იქცევა, სადაც ფეხბურთის სიყვარული კულტურასა და სტუმართმოყვარეობასთან ერთად განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი ანტალიის პროვინციაში, ქაშში მდებარე ანტიკური ანტიფელოსის თეატრია, სადაც თურქეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ, დიდ ეკრანზე გადაიცა. ხმელთაშუა ზღვის ხედებით გამორჩეულმა  ამ ისტორიულმა  სივრცემ  ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი გამოცდილება  შესთავაზა.
საუკუნეების განმავლობაში ანტიკური თეატრები ადამიანების შეკრებისა და საერთო ემოციების გაზიარების ადგილს წარმოადგენდა. დღეს კი ისინი   ცოცხლდება -  აქ იმართება კონცერტები, ფესტივალები და სპორტული ღონისძიებების ღია ჩვენებები. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ყურება უძველესი ცივილიზაციების კვალზე, ზღვის პანორამული ხედების ფონზე, უნიკალურ გამოცდილებას ქმნის, სადაც თანამედროვე საფეხბურთო ემოციები თურქეთის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ბუნებრივად ერწყმის.
2026 წლის 14 ივნისს, გამთენიისას, ახლადრესტავრირებულ 4 000-ადგილიან ანტიფელოსის თეატრში ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფერო ერთად გაეზიარებინა. ტრიბუნები მთლიანად შეივსო, ბევრმა კი საკუთარი დასაჯდომიც მიიტანა, რადგან ამ განსაკუთრებული გამოცდილების გამოტოვება არ სურდა.
მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში მსგავსი ღია ჩვენებები თურქეთის სხვა ისტორიულ ქალაქებშიც გაიმართება. თუ ამ პერიოდში თურქეთს ეწვევით, ფეხბურთის დღესასწაულს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად, უძველესი ისტორიული ძეგლებისა და შთამბეჭდავი პეიზაჟების ფონზე შეიგრძნობთ. ეს მოგზაურობა სპორტულ ემოციებს, ისტორიასა და კულტურას ერთ დაუვიწყარ გამოცდილებად აერთიანებს.