ადამიანების დიდი ნაწილი დღეიდან გეგმავს ზაფხულის დასვენებას. ადრეული დაჯავშნა უკვე ძალიან პოპულარული გახდა, რადგან ეს არის შესაძლებლობა, ისარგებლონ საუკეთესო ფასდაკლებებით. Expedia Group-ის 2025 წლის კვლევების მიხედვით, მოგზაურთა 50%-ს ყველაზე მეტად სწორედ ასეთი შეთავაზებები მოსწონს. ამიტომაც, ადრე დაჯავშნა დღეს უკვე ჩვეულებრივი და გავრცელებული პრაქტიკაა.
თუ გინდა, რომ შენი ზაფხული მართლაც დაუვიწყარი იყოს, თურქეთის ზღვისპირა კურორტები ამისთვის იდეალური არჩევანია. ანტალიის თურქული რივიერა, ეგეოსის ზღვის მიმართულებით არსებული მუღლა და იზმირი - ეს არის ადგილები, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ზღვას, მზეს, ქვიშას, კულტურას, მრავალფეროვან აქტივობებსა და უგემრიელეს კერძებს. წინასწარი დაჯავშნა კი დაგეხმარება, მარტივად იპოვო საუკეთესო სასტუმრო და სასურველი ადგილი დასასვენებლად. აქ შეგიძლია ისიამოვნო წყლის სპორტით, ნავით გაისეირნო და ფარული ყურეები აღმოაჩინო. სანაპიროების გარდა, შეგიძლია მოინახულო ისტორიული ადგილები, იარო ბუნებაში, დააგემოვნო ადგილობრივი კერძები და გაატარო საღამოები ზღვისპირა ქალაქებში.
ანტალია
ანტალია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა საზაფხულო დასვენებისთვის და იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ისე მეგობრებთან ან სოლო მოგზაურობისთვისაც. თქვენ წინასწარი დაჯავშნით შეგიძლიათ ისარგებლოთ მაღალი დონის სასტუმროებით, სადაც დაგხვდებათ საოცრად კომფორტული ნომრები, სპა, რესტორნები, გასართობი სივრცეები, აკვაპარკები და ბელექის რეგიონში - მსოფლიო დონის გოლფის მოედნებიც. აქ ასევე არის ბევრი ისტორიული და კულტურული ადგილი. მაგალითად, პატარა და სიდე, ასევე ადრიანეს კარიბჭე. ბუნების მოყვარულებს ასევე, შეუძლიათ ნახონ დიუდენის ჩანჩქერები და შთამბეჭდავი მღვიმეები.
აქტიური დასვენების მოყვარულებს აქ უამრავი არჩევანი აქვთ - ლიკიის ბილიკზე ლაშქრობა, რაფტინგი ქოფრულუს კანიონში ან ცურვა ქაშის კამკამა წყლებში. დღის ბოლოს კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოთი. ანტალია ასევე ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილია, სადაც ზაფხულში 60-ზე მეტი ქვეყნიდან არის შესაძლებელი პირდაპირი ფრენები.
ეგეოსის ზღვა
ეგეოსის რეგიონი ასევე ძალიან კარგი არჩევანია მათთვის, ვინც წინასწარ გეგმავს მოგზაურობას. აქ მდებარეობს ულამაზესი ადგილები - ბოზჯაადა, გოქჩეადა, აივალიქი, ქუნდა, ასევე იზმირი და მუღლა. იზმირი, რომელსაც „ეგეოსის მარგალიტს“ უწოდებენ, გამოირჩევა მშვიდი ატმოსფეროთი და კომფორტული საცხოვრებელი ადგილებით. აქ შეგიძლია დაისვენო ისეთ ადგილებში, როგორიცაა ფოჯა, სეფერიჰისარი, ჩეშმე, ალაჩათი და ურლა. ალაჩათი განსაკუთრებით პოპულარულია სერფინგისთვის, ურლა კი ცნობილია თავისი ვენახებითა და ღვინის მარშრუტებით. ასევე შეგიძლიათ მოინახულო ისტორიული ქალაქები, რომლებიცაა ეფესო და პერგამონი .
რაც შეეხება მუღლას, ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია. აქ მდებარეობს ცნობილი კურორტები - ბოდრუმი, ფეთჰიე, მარმარისი და დაჩა. ასევე შეგიძლია მოინახულოთ ბოდრუმის ციხე, ძველი ქალაქი კნიდოსი და ნახო ბუნების საოცრებები „პეპლების ველი“ და ოლუდენიზი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეგეოსის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი გამოცდილება არის „ლურჯი ტურია“ , რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ნავით მოგზაურობა.