GE
AktualMed.ge

ჩათალჰოიუქის სიდიადე და მის გასაცნობად შექმნილი საინფორმაციო ცენტრი

Maraqlı - 25 noy 2023
ჩათალჰოიუქის სიდიადე და მის გასაცნობად შექმნილი საინფორმაციო ცენტრი

ჩათალჰოიუქი  არის ყველაზე დიდი და საუკეთესოდ შემონახული, ნეოლითისა და ენეოლითის ეპოქის დასახლება ანატოლიაში. იგი მდებარეობს ქალაქ კონიადან სამხრეთით, 50 კმ-ში. 1961-1965 წლებში. ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრიტანელი არქეოლოგი ჯეიმზ მელაარტი, დაადასტურა, რომ აღნიშნული  ტერიტორია წარმოადგენდა ნეოლითური კულტურის უმსხვილეს დასახლებას. 1993 წელს კი ისევ განახლდა გათხრები, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჩათალჰოიუქის არქეოლოგიური ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო განამტკიცა.

ჩათალჰოიუქის გათხრები  გვაწვდიან ფასდაუდებელ ინფორმაციას ძველი  სოციალური წყობი, ადამიანთა  საზოგადოებებისა ად მათი ევოლუციების შესახებ.  ჩანს, რომ იმ პერიოდის ხალხი იყო  საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ შეექმნათ პირველი სახლის არქიტექტურა,  კედლის ნახატები და ქალაქის რუკები.  მისი მეშვეობით ვიგებთ, რომ 9000 წლის წინ ანატოლიაში ქალი და კაცი თანაბარ პოზიციებზე იმყოფებოდნენ.

ჩათალჰოიუქი აღმოსავლეთ და დასავლეთ ბორცვებისგან შედგება. აღმოსავლეთ ბორცვზე 18 ნეოლითური დასახლების ფენაა აღმოჩენილი, სადაც ნაპოვნია კედლის მხატვრობა, რელიეფები და სხვადასხვა ქანდაკება. ცნობილია, რომ ენეოლითის ხანაში, ხალხმა დატოვა აღმოსავლეთის ბორცვი და გადასახლდა დასავლეთის ბორცვზე. ამის  მიზეზი ჯერ ვერ ამოუხსნიათ, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია იგი ეპიდემიის გამო ყოფილიყო. სახლები ჩათალჰოიუქში ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო აშენებული, ამიტომ ამ დასახლებაში ქუჩები არ იყო. სახლის სახურავები ქუჩის ფუნქციას ასრულებდა და ადამიანაბი ამ სახურავებზევე გადაადგილდებოდნენ. ტალახისგან, ხისგან და ლერწმისგან აგებული სახლები ერთსართულიანი იყო და მათი კარი სახურავზე იყო, ანუ ისინი სახურავზევე გადაადგილდებოდნენ. თეთრად შეღებილი ოთახების კედლები გაფორმებული იყო ყვითელი, წითელი და შავი ფერის სურათებით . ჩანს, რომ კედლებზე დეტალურადაა გამოსახული ნადირობის სცენები, ვარსკვლავები, ფრინველები, ირემი, ერთმანეთში გადახლართული წრეები, სხვადასხვა გეომეტრიული ნიმუშები. ერთ-ერთი ამ სახლის კედელზე არის 3 მეტრის სიგრძისა და 90 სანტიმეტრის სიმაღლის  რუკა აღმოჩენილი. აღმოჩნდა, რომ ეს რუკა, რომელიც 8200 წლით არის დათარიღებული, არის ჩათალჰოიუქის ქალაქის გეგმა. ანკარაში მდებარე ანატოლის ცივილიზაციათა მუზეუმში გამოფენილი ეს რუკა ითვლება მსოფლიოში პირველი ცნობილ ქალაქის გეგმად.

გათხრების დროს უამრავი ქანდაკება იქნა აღმოჩენილი, მათ შორის, ცხოველის მრავალი განსხვავებული ფიგურა, თუმცა ჩათალჰოიუქის ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა დედა ქალღმერთის ფიგურები, რომლებიც სიმბოლოა ნაყოფიერებისა. გათხრების შედეგად ნაპოვნია ასევე საქსოვი მოწყობილობა, ჭურჭლები, ხისგან გამოკვეთილი თასები, ქვისა და ძვლისგან დამზადებული იარაღები, კალათები და სამკაულები. აღმოჩენებმა გვაჩვენა, რომ ჩათალჰოიუქში ხალხი მხოლოდ სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას არ ეწეოდა, არამედ აქ განვითარებული იყო ქსოვა და მინერალების დამუშავება.

როგორც ხედავთ, იგი საკმაოდ განვითარებული დასახლება ყოფილა. ამ ყველაფრის დასათვალიერებლად თურქეთმა გახსნა უახლესი საინფორმაციო და ვიზიტორთა ცენტრი კონიაში, ჩათალჰოიუქში, რომლის მიზანიც არის, ხელი შეუწყოს აღნიშნული ტერიტორიის პოპულარიზაციას და კონიას  ტურიზმის აღდგენასა და გააქტიურებას.  ცენტრი ასევე მიზნად ისახავს ადამიანებს მიაწოდოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობების შესახებ და გააფართოვოს მისი წვდომა ტურისტებისთვის.   საინფორმაციო ცენტრი კონიას მუნიციპალიტეტის, მევლანას განვითარების სააგენტოსა და კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელიც  ადგილობრივი ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

თურქეთის ყველაზე დიდი ხის საზოგადოებრივი შენობა

თურქეთი  როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოგიდგენთ ჩათალჰოიუქის საინფორმაციო ცენტრს, რომელიც შემოსაზღვრულია  4500 მ²-ის დახურული საგამოფენო სივრცით. ცენტრის მეშვეობით შეძლებთ დაათვალიეროთ მრავალი ექპონატი, შენობა თუ ისტორიული ძეგლი, რომელთა შესახებაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას. ცენტრის ორიგინალურობას ისიც წარმოადგენს, რომ იგი ხისგან არის აშენებული. ასევე ტერიტორიაზე არის დიდი პარკინგი, სადაც 151-ამდე მანქანა ეტევა.   

ჩათალჰოიუქის საინფორმაციო და ვიზიტორთა ცენტრი ისტორიული და არქეოლოგიური ინტერესების გარდა, შექმნილია ვიზიტორთა სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რადგან აქ ყველა სახის მომსახურება არსებობს ადამიანის კომფორტისთვის.