თურქეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, წარმოგიდგენთ თავის პირველ ორიგინალურ მინისერიალს სახელწოდებით „ანტალიის გამბიტი“. ეს არის კინემატოგრაფიული პროექტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ საერთაშორისო აუდიტორიაში პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყნის მზიან სამხრეთ სანაპიროს. ხოლო სერიალი მიზნად ისახავს ყურადღება გაამახვილოს თურქული რივიერას გულზე — ანტალიაზე.
ნარატივი ვითარდება ანტალიის სანაპირო ზოლში, სადაც მზე წელიწადში 300 დღე ანათებს, თხრობა იწყება მაშინ, როდესაც ცნობილი ხელოვნების კურატორი ლარა (მერიემ უზერლი) სანაპიროზე გადაარჩენს ერთ არქიტექტორს, სახელად დენიზს (ქაან ურგანჯიოღლუ). თავიდან ლარასა და დენიზის შეხვედრა თითქოს უბრალო დამთხვევაა თუმცა მალე ირკვევა, რომ მათ ბედმა შეახვედრა ერთმანეთს. რადგან წყვილს ერთად უამრავი თავგადასავლი ექნება. ეს მოვლენები ანტალიის ულამაზეს ადგილებში – ძველ ქალაქებსა კურორტის საინტერესო, საიდუმლო სანაპიროებზე ვითარდება.
ცნობილი თურქი მსახიობების, ქაან ურგანჯიოღლუსა და მერიემ უზერლის მონაწილეობით, „ანტალიის გამბიტი“ მაყურებელს საოცარ სამყაროში ამოგზაურებს.
ვიზუალურად შთამბეჭდავი მინი-სერიალი ერთმანეთში აკავშირებს ინტრიგას, რომანსა და სიყვარულს. როდესაც დაძაბულობა იმატებს, სიმართლესა და ილუზიას შორის ზღვარი იშლება .
„ანტალიის გამბიტი“ არა მხოლოდ გასართობად, არამედ ანტალიის სილამაზის ხელახლა აღმოსაჩენადაც არის შექმნილი. პრემიერა 2025 წლის 7 ივნისს იგეგმება, რაც აუცილებლად იქცევა დაუვიწყარ მოწვევად - მსოფლიო აუდიტორიისთვის, რათა მათ თავად შეიგრძნონ ანტალიის ჯადოსნურობა.
ანტალია — სერიალის მარადიული ვარსკვლავი
ეს მომხიბვლელი ბრენდ-ფილმი ასახავს როგორც მთავარი გმირების ურთიერთობებს, ისე თურქული რივიერას სილამაზეს, კონკრეტულად ანტალიას. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად სერიალი გვიჩვენებს ანტალიაში განვითარებულ იდუმალ თავგადასავლებს, რომლებიც მაყურებელში სურვილს აღძრავს — თავად აღმოაჩინოს ქალაქი და შექმნას საკუტთარი უნიკალური ისტორია ანტალიაში.
ფილმის მანძილზე მოქმედება გადაინაცვლებს Kaleiçi-ს ისტორიულ ქუჩებში, შემდეგ ჩანს Perge-ს ძველი ნანგრევები და Phaselis-ის ანტიკური ქალაქი, რომლებიც მაყურებელს ანტიკური დიდებულების ხანაში აბრუნებს. აქ ჩანს Porto Ceneviz-ის ყურე, რომელიც თავისი გამჭვირვალე წყლებით წარმოუდგენელ სიმშვიდესა და განმარტოებას გვპირდება.
ამას ემატება Belek-ის მდიდრული სანაპირო ზოლი, სადაც გამწვანებული გარემო, სუფთა სანაპიროები და გოლფის ჯადოსნური სამყაროა ერთად შერწყმული. სერიალის ყველა ეს ლოკაცია ქმნის თურქული რივიერას მომაჯადოვებულ პორტრეტს.
მინი-სერიალი გადაღებულია რეჟისორ ბერთან ბაშარანის მიერ და გამოშვებულია Dass Yapım-ის მიერ. ის წარმოადგენს ინოვაციურ გზას, რომლის მეშვეობითაც თურქეთი თავის ტურისტულ სიმდიდრეს მსოფლიოს უზიარებს. სერიალში მერიემ უზერლისთან და ქაან ურგანჯიოღლუსთან ერთად მონაწილეობენ რუსი მსახიობი იანას ანოსოვა და თურქი იუმორისტი -იავუზ სეჩქინი.