GE
AktualMed.ge

შეაბიჯეთ ანტალიის ზღაპრულ მხარეში

Maraqlı - 7 may 2025
   შეაბიჯეთ ანტალიის ზღაპრულ მხარეში

ანტალია — თურქული რივიერას უმშვენიერესი ქალაქი, რომელიც დასასვენებლად  ერთ-ერთ  საუკეთესო მიმართულებად ითვლება  თურქეთში.  აქ ნახავთ საოცარ ბუნებას,  უძველეს  ქალაქებსა და საინტერესო კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.  აღსანიშნავია, რომ ანტალიაში არის ნაკლებად ცნობილი, თუმცა საოცრად შთამბეჭდავი სხვა ადგილებიც, რომელთა ნახვისას ტურისტები  გაოცებას ვერ მალავენ.  ეს დამალული მარგალიტები უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ანტალიის ბუნება, კულტურა და ისტორია ახალ ჭრილში აღვიქვათ და ამ ქალაქის სრულიად განსხვავებული მხარე აღმოვაჩინოთ.  გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გამორჩეულ, თუმცა ნაკლებად ცნობილ ადგილს ამ ქალაქში.

სოფელი ორმანა– სახვითი არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში

ორმანა — ეს არის ძველი “იორუქების” (მოსახლეობის მომთაბარე ტომის) სოფელი კუროს მთის ფერდობებზე, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ  2024 წლის “მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული სოფლების” სიაში შეიყვანა. სოფელი ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა: მწვანე ბუნება, ლაჟვარდოვანი ცა და სოფლის ძველებური ატმოსფერო. ორმანა  ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით – ე.წ. "ღილისებრი სახლებით" (“button houses”), რომლებიც აშენებულია ქვის ხსნარის გარეშე, მხოლოდ ქვებისა და კედრის ხის გამოყენებით.  იგი შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი არქიტექტურის ყველაზე მდგრადი მაგალითია თურქეთში. მათში კიდევ უფრო საინტერესო მათი გამძლეობაა. სახლის სქელი კედლები უზრუნველყოფს ინტერიერის სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში. ბოლო წლებში ორმანამ ტურისტების ყურადღება მიიპყრო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი სამოგზაურო მარშრუტი კუროს მთებში.  სოფელი ასევე ცნობილია თავისი ვენახებით, რომლის ყურძენსაც საოცარი გემო აქვს. ყოველი წლის სექტემბერში სოფელი  ატარებს “ჩავუშის ყურძნის” ფესტივალს და ამ ტრადიციას ადგილობრივები თითქმის 60 წელია აცოცხლებენ.

ალთინბეშიქის მღვიმე (Altınbeşik Cave)

ალთინბეშიქის მღვიმე ანტალიის იბრადის რაიონში მდებარეობს. მღვიმეში ნავით  შეძლებთ შესვლას, რადგან  თურქეთის უდიდესი მიწისქვეშა ტბა სწორედაც რომ ამ მღვიმეში მდებარეობს. ამ დროს თქვენს წინაშე გაიშლება ულამაზესი ფირუზისფერი ზღვა, სადაც ნავით შეძლებთ სეირნობას და მღვიმის სრულად მონახულებას.

ალთინბეშიქის მღვიმის ჭერის სიმაღლე ზოგიერთ ადგილზე  50 მეტრს აღწევს. მღვიმე, რომელშიც დომინირებს ყვითელი ფერი, მასში შემავალი მინერალების გამო შეგიქმნით წარმოდგენას, რომ თითქოს სამოთხეში იმყოფებით.  იგი სამსართულიანია, მაგრამ დღეს მხოლოდ პირველი სართულის მონახულებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოქვაბულის მეორე სართულზე მრავალი სხვადასხვა ზომის მიწისქვეშა ტბაა. ზამთრის სეზონზე ნალექის მატებასთან ერთად მღვიმე მთლიანად  ივსება წყლით.

აღსანიშნავია, რომ ალთინბეშიქის მღვიმე ალთინბეშიკის ეროვნული პარკის ნაწილია, სადაც  მრავალი მცენარის ენდემური სახეობაა.

კერძოდ,  605 სახეობის მცენარეა, სადაც ენდემური სახეობა ბევრია.

ქიმერა (Chimera) -  ფანტასტიკური ბუნებრივი ფენომენი

ქიმერა - ეს არის  "ცეცხლით მოფენილი კლდეები", რომელიც ერთ-ერთი იდუმალი და ამოუხსნელი მოვლენაა თურქეთში.   მის მონახულებას შეძლებთ  ჩირალის ბილიკზე სეირნობის შემდეგ, რისთვისაც დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ.   უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ ეს მოვლენა,  მიწის ქვეშეთიდან ამოსული მეთანის გაზი ჟანგბადთან შეხებისას იწვის და ალი წარმოიქმნება, რომელიც არასოდეს ქვრება, სწორედ ამიტომაც ეძახიან მას „ცეცხლით მოფენილ კლდეებს". ქიმერა არის ოლიმპოს ბეიადაღლარის ეროვნული პარკის ნაწილი  — ეს ტერიტორია გამორჩეულია ხმელთაშუაზღვისპირეთის მისტიკური ატმოსფეროთი, სადაც მითი რეალობას უახლოვდება. ლეგენდის თანახმად, გმირმა ბელეროფონტემ ფრთოსანი ცხენის, პეგასუსის დახმარებით, დაამარცხა ცეცხლმფრქვევი  სამთავიანი ურჩხული ქიმერა და ის კლდედ აქცია სწორედ ამ ადგილას. ამიტომაც ითვლება, რომ ქიმერას მარადიული ცეცხლი ამ ურჩხულის ალია და სწორედ ამ სახელითა ხდება ცნობილი ეს ადგილი.

უჯანსუს ჩანჩქერები (Uçansu Waterfalls) — დაფარული ოაზისი წმინდა პავლეს მარშრუტზე

უჯანსუს ჩანჩქერები  მდებარეობს ბელექიდან დაახლოებით 60 კილომეტრში. ბელექი მოგეხსენებათ,  ანტალიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გოლფის კურორტად ითვლება. კუროს მთებიდან წამოსული წყალი ორ ნაკადად ეშვება 25-30 მეტრის სიმაღლიდან და ჩაედინება მწვანე ტყით გარშემორტყმულ სივრცეში,  რაც ქმნის ულამაზეს ბუნების ხედს.      ჩანჩქერამდე მისასვლელად დაახლოებით ერთი საათი გზა არის გასავლელი.  აქვე მდებარეობს პატარა "ბუნებრივი" აუზი, რომელსაც ადგილობრივები „მეფის აუზს“ უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ უჯანსუს ჩანჩქერები წმინდა პავლეს მარშრუტის ნაწილია. ეს არის მარშრუტი, რომელიც სიგრძით ყველაზე დიდია თურქეთში.   მარშრუტი მიჰყვება ადრეული ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, წმინდა პავლეს ნაკვალევს და მოგზაურებს სთავაზობს საოცარ სამოგზაურო გამოცდილებას. ეს მათ შესაძლებლობას გაეცნონ უძველეს ნანგრევებს, ტრადიციულ სოფლებსა და საოცარ ბუნების გარემოს.