კაპადოკიის ცენტრში მდებარე ისტორიული სოფელი ორთაჰისარი Cittaslow-ს („ნელი ქალაქების") საერთაშორისო ქსელის წევრი ოფიციალურად გახდა. ორთაჰისარმა შეფასების პროცესში რეკორდულად მაღალი ქულა მიიღო, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართ მის ერთგულებას მნიშვნელოვნად ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ორთაჰისარის ქსელში გაწევრიანებით, Cittaslow-ში თურქეთის ქალაქების რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ტურისტულ ასპარეზზე.
ორთაჰისარი - კაპადოკიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი
ორთაჰისარი კაპადოკიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ის მოხვდა Forbes-ის 2025 წლის „მსოფლიოს 50 ყველაზე ლამაზი სოფლის“ სიაში .
ორთაჰისარი მდებარეობს ურგუფიდან დაახლოებით 6 კილომეტრში - ქალაქიდან, რომელიც კაპადოკიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დასახლებად ითვლება. სოფელი აერთიანებს კაპადოკიისთვის დამახასიათებელ კლდეში ნაკვეთ არქიტექტურას, უძველეს ციხესა და ულამაზეს ცას, რომელიც თითქმის ყოველდღე სავსეა საჰაერო ბუშტებით.
ორთაჰისარის ციხე - კაპადოკიის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ძეგლი
სოფლის ცენტრში მდებარეობს ორთაჰისარის ციხე, რომელიც, სავარაუდოდ, ხეთების პერიოდიდან იღებს სათავეს. დღეს ეს ციხე რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილად ითვლება და ვიზიტორებს კაპადოკიის ლანდშაფტის უნიკლაურ პანორამულ ხედებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ კლდეში გამოკვეთილი ეს ციხე მოიცავს მრავალ გამოქვაბულს, გვირაბსა და სათავსოს. მას ხშირად მოიხსენიებენ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველ, მრავალსართულიან დასახლებად.
ასევე, ციხის გარშემო მდებარეობს ტრადიციული არქიტექტურის ნიმუშები - ქვის ვიწრო ქუჩები, პატარა მაღაზიები, ჩაის ბაღები და ბაზრები. ამ გზებს სტუმრები მიჰყავს ხეობებისკენ, რომლებიც წარსულში სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. აქ მდებარე კლდეში გამოკვეთილი სათავსოები გამოიყენებოდა სოფლის პროდუქტებისა და ზღვის რეგიონიდან ჩამოტანილი ციტრუსების შესანახად.
რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა
ორთაჰისარში მდებარეობს მნიშვნელოვანი რელიგიურ-კულტურული დაწესებულებები, მათ შორის სარიჯას (Sarıca ), ჩამბაზლის (Cambazlı) , თავშანლისა (Tavşanlı) და ბალქან დერესის(Balkan Deresi ) ეკლესიები, ასევე ჰალაჩ დერესის (Hallaç Deresi) მონასტერიც. ეს ძეგლები ნათლად უსვამს ხაზს რეგიონის მდიდარ რელიგიურ და კულტურულ ისტორიას.
Cittaslow-ის შესახებ
„ნელი ქალაქის“/ Cittaslow-ის ორგანიზაცია 1999 წელს იტალიაში შეიქმნა. იმისათვის, რომ ნებისმიერმა ქალაქმა მისი წევრობა დაიმსახუროს, მან 70 სხვადასხვა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. Cittaslow-ის ქსელის წევრ ქალაქებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აფასებენ, რა დროსაც ასოციაციის მხრიდან ხდება გარემოს, ინფრასტრუქტურის, ურბანული ცხოვრებისა და ტურიზმის პოლიტიკის გათვალისწინება, ასევე იმასაც აქცევენ ყურადღებას, თუ როგორია ქალაქი ხელოვნების სფეროს, სოციალური ინტეგრაციისა, სტუმართმოყვარეობის კუთხით და რამდენად აქვს მას შენარჩუნებული თავდაპირველი არქიტექტურა, წეს-ჩვეულებები, ადგილობრივი სამზარეულოს კულტურა და ისტორიული იდენტობა.აღსანიშნავია, რომ 2009 წელს „ნელ ქალაქად“ პირველად აღიარეს სეფერიჰისარი, რომელსაც მოჰყვა ფინიკე, აჰლათი, აკიაკა, ეგირდირი, გოქჩეადა, ჰალფეთი, იზნიქი, ქემალიე, შავშათი და სხვ.