GE
AktualMed.ge

GOTÜRKİYE-ს ახალი 10-ეპიზოდიანი მინი-სერიალი - „სტამბოლის ისტორია“ უკვე YOUTUBE-ზე

Maraqlı - 31 dek 2025
GOTÜRKİYE-ს ახალი 10-ეპიზოდიანი მინი-სერიალი - „სტამბოლის ისტორია“ უკვე YOUTUBE-ზე

თურქეთის  ოფიციალური ტურისტული პლატფორმა GoTürkiye   მორიგ   მეოთხე მინი-სერიალს,  „სტამბოლის ისტორიას“ აქვეყნებს. ის თანამედროვე ამბის მოყოლით თურქეთის კულტურულ სიმდიდრეს  საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს. 10-სერიიანი პროექტი Ay Yapım-მა გადაიღო, ხოლო მთავარ როლებს ოზან აქბაბა და სინემ იუნსალი ასრულებენ. მსახიობების ქარიზმატულობა და მათ შორის არსებული "ეკრანული" სიყვარულის ქიმია სერიალს საოცარ ემოციურ დატვირთვას მატებს და  განსაკუთრებულ სითბოსა და დამაჯერებლობას ანიჭებს.

სერიალის მთავარი გმირები დურუ და სელიმი არიან — ორი მსახიობი, რომელთაც ერთ პროექტში ერთად უწევთ თამაში, თუმცა სერიალის მიხედვით,  ერთმანეთს თავიდან კარგად ვერ ეგუებიან. მოულოდნელი მოვლენების განვითარებასთან ერთად, მათი ურთიერთობა ეტაპობრივად იცვლება და სულ უფრო ღრმავდება და სიყვარულით ივსება. სტამბოლი — ქალაქი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი  ერთმანეთს ხვდება, ხოლო წარსული ბუნებრივად ერწყმის თანამედროვეობას — მათ ისტორიას კი საოცარი ენერგიითა  და ემოციებით აჯერებს.

"სტამბოლის ისტორია"   ქალაქის ესთეტიკურ მრავალფეროვნებას, კულტურულ მრავალშრიანობას და   ბუნებას კინემატოგრაფიულად წარმოაჩენს. გადაღებები ჩატარდა თურქეთის პოპულარულ ადგილებში - ბეილოღლუში, ნიშანთაშში, გალათას კოშკის მიდამოებში, ბოსფორის სანაპიროს სხვადასხვა ლოკაციაზე და ქირეჩბურნუში. თვითონ  პროექტზე კი, მუშაობდნენ საერთაშორისო აღიარების მქონე რეჟისორი ჰილალ სარალი და ახალგაზრდა სცენარისტი, ქემალ ჰამამჯიოღლუ.  

შეიძლება ითქვას, რომ პროექტის მთავარი იდეა ერთ წინადადებაში იტევს თავის აზრს:   „დაუვიწყარი ისტორიები სხვაგან ვერ მოხდებოდა.“

აღსანიშნავია,  რომ „სტამბოლის ისტორია“ უკვე ხელმისაწვდომია YouTube-ზეც.  ის საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს ქალაქს,    რომელიც 2025 წლის Wanderlust Reader Travel Awards-ის მიხედვით „ევროპის ყველაზე სასურველ ქალაქად“ დასახელდა.