GE
AktualMed.ge

GOTÜRKİYE აანონსებს ახალ ორიგინალურ მინი-სერიალს "სტამბოლი, ჩემი სიყვარული" - სადაც ტექნოლოგია მთავრდება და ემოციები იწყება

Maraqlı - 29 iyn 2025
GOTÜRKİYE აანონსებს ახალ ორიგინალურ მინი-სერიალს

GOTÜRKİYE აანონსებს ახალ ორიგინალურ მინი-სერიალს"სტამბოლი, ჩემი სიყვარული", რომელიც თურქეთის ყველაზე ცნობილი ქალაქის, სტამბოლის შუაგულში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ის  ვიზუალურად პოეტურ ისტორიას ჰგავს, რომელიც საქმიანი შეთანხმებასა და სიყვარულის გადაკვეთაზე გვიყვება.ფილმი გადაღებულია როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე სტამბოლში.  

ორი ბედისწერა ერთ ქალაქში

ფილმში ახალგაზრდა ქალი, სახელად „სტამბოლი“ (აფრა სარაჩოღლუ) არის საკმაოდ ჭკვიანი და ამბიციური ქალი, რომელიც ქმნის ხელოვნური ინტელექტის პროგრამას. ეს პროგრამა ცხოვრების ყველა სფეროში — მათ შორის სიყვარულშიც პრობლემის გადაჭრას გვპირდება. ის თავის პროექტს თანს წარმატებულ მამაკაცს, ბიზნესმენ  ტანს(ენგინ აქიურექი) წარუდგენს. ამის შემდეგ კი თანი მას თამამ წინადადებას შესთავაზებს: თუ „სტამბოლის“ ალგორითმი მის ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ სამ ცდაში იპოვის,  ის მის კომპანიაში ინვესტიციას ჩადებს.  ამის შემდეგ "სტამბოლი"  ხელოვნური ინტელექტის მოდელის მეშვეობით სამ იდეალურ მეწყვილეს აარჩევს. ის, რაც ფილმში ტექნოლოგიურად მართული ექსპერიმენტის სახით იწყება, ნელ-ნელა ორივესთვის პირად და ემოციურ მოგზაურობად იქცევა.

მაგრამ, როცა ტანი ამ პერიოდს გადის,   ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა სიყვარული პროგრამით განისაზღვროს? და საბოლოოდ, "სტამბოლის" ალგორითმი ტანს სხვა ადამიანთან მიიყვანს — თუ პირიქით მასთან, მის გვერდით?

Dass Yapım-ის პროდიუსერობითა და რეჟისორის, ოზან აჩიქთანის, ხელმძღვანელობით გადაღებული სერიალი მოიცავს ათ ეპიზოდს — თითო ეპიზოდი დაახლოებით სამი წუთია. მთავარ როლებში  არიან ენგინ აქიურექი, აფრა სარაჩოღლუ, იასემინ ქაი ალენი და ილაიდა აქდოღანი. 

ფილმი სრულად ქალაქ სტამბოლშია გადაღებული და ის ქალაქის უნიკალურ უნარს აჩვენებს — როგორ გამოხატოს ადამიანის წინააღმდეგობრივი ბუნება: მარადიული, თანამედროვე, ქაოსური, თუმცა მზრუნველიც.

 

 

 

 

გადაღების ლოკაციები:

• (ჩირაღანის სასახლე) (Çırağan Palace)  

• (თერსანე რიქსოსი)(Tersane Rixos)  

• გალათაპორტი (Galataport)  

• აქმ თაქსიმი (AKM Taksim)  

• ქარაქოი (Karaköy)

• ბოსფორი (Bosphorus)  

• ბეიოღლუ (Beyoğlu)

 

"სტამბოლი, ჩემი სიყვარული" ერთი შეხედვით:

- ფორმატი: 10 x 3 წუთიანი ეპიზოდები

- ენა: თურქული (საერთაშორისო სუბტიტრებით)

- გადაღების ადგილები: სტამბოლი, ჩირაღანის სასახლე, რიქსოს თერსანე, აქმ თაქსიმი, გალათაპორტი, ბოსფორი, ქარაქოი და ბეიოღლუ.

- რეჟისორი: ოზან აჩიქთანი

- პროდიუსერი: „Dass Yapım“

- დისტრიბუცია: გლობალური ციფრული გამოცემა, 2025 წელი, www.youtube.com/@GoTürkiye 23 ივნისის მდგომარეობით