პარიზი, 2025 წლის 4 დეკემბერი
• იზმირში უკვე ახალი ორვარსკვლავიანი MICHELIN-ის რესტორანი ფუნქციონირებს.
• სამმა რესტორანმა პირველი MICHELIN-ის ვარსკვლავი მოიპოვა.
• სამ ნიჭიერ ადამიანს მათი წარმატებისა და ერთგულების აღიარების ნიშნად MICHELIN-ის სპეციალური ჯილდოები მიენიჭა.
MICHELIN-ის სახელმძღვანელო წარმოგიდგენთ თურქეთის 2026 წლის რესტორნების განახლებულ სიას. სიას 54 ახალი რესტორანი შეუერთდა, მათ შორის — პირველად ისტორიაში — კაპადოკიის რესტორნებიც დაემატა. აღსანიშნავია, რომ სტამბოლი, იზმირი, მუღლა და ახლა უკვე კაპადოკია ერთად 25-ზე მეტ კულინარიულ სტილს აერთიანებენ, რაც თურქული გასტრონომიის მრავალფეროვნებას და იდენტობას ასახავს.
MICHELIN Guide-ის საერთაშორისო დირექტორმა, გვენდალ პულენეკმა აღნიშნა:
„ეს ახალი არჩევანი ასახავს თურქეთის კულინარიული იდენტობის სიმტკიცესა და სიმწიფეს. სტამბოლში, იზმირში, მუღლაში და ახლა უკვე კაპადოკიაში ჩვენი ინსპექტორები დააკვირდნენ შეფ-მზარეულებს, რომლებიც პატივს სცემენ ტრადიციებს და ამავდროულად იზიარებენ შემოქმედებითობას, ასევე დააკვირდნენ შეფ-მზარეულებს, რომლებიც პასუხისმგებლიანები და ერთგულები არიან თავიანთი საქმის მიმართ. ქვეყნის მასშტაბით აღმოჩენილი მრავალფეროვნება და ნიჭი ადასტურებს იმ გასტრონომიულ გულწრფელობას, რომელიც ადგილობრივ მზარეულებს აქვთ.
კაპადოკიის 18 ახალი ობიექტი
ინსპექტორებისთვის შესამჩნევი იყო არა მარტო ადგილობრივი შესანიშნავი ბუნება და ცნობადობა, არამედ რეგიონის განწყობა — მშვიდი, თბილი გარემო, სადაც სტუმარს აფასებენ და დიდ პატივს სცემენ. ეს დამოკიდებულება, ცხადია, საკვებშიც გამოიხატება. პატივისცემა, ტრადიცია და მიწისადმი ერთგულება აქ ღრმად არის ფესვგადგმული. ამავე დროს, ბევრი შეფი შემორჩენილ რეცეპტებს ინარჩუნებს, რათა საუკუნოვანი გემოები დღემდე მოიტანონ ჩვენამდე.
ერთ რესტორანს ორი MICHELIN-ის ვარსკვლავი გადაეცა
რესტორანი Vino Locale, რომელმაც 2024 წელს იზმირის სადებიუტო არჩევანში პირველი ვარსკვლავი მოიპოვა, წელს მეორე ვარსკვლავსაც იღებს. შეფ-მზარეული ოზან ქუმბასარი აღნიშნავს სამზარეულოს, რომელიც აერთიანებს თურქულ ტერუარს ტაილანდის, იაპონიის და სხვა ქვეყნების გავლენებთან. ქუმბასარების წყვილი ადგილობრივი და სეზონური ინგრედიენტების წარმოჩენას უდიდეს ყურადღებას უთმობს — მენიუ კი მიწის, ზღვისა და ბოსტნეულის არომატებს ერთმანეთთთან დახვეწილად აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ Vino Locale პირველი რესტორანია, რომელმაც ორი ვარსკვლავი მიიღო იზმირში.
ქვეყნის მასშტაბით სამმა რესტორანმა პირველი მიშლენის ვარსკვლავი მოიპოვა
Revithia (კაპადოკია) — ამ რესტორანმა პირველი MICHELIN-ის ვარსკვლავი და ჯერჯერობით ის ერთადერთია რეგიონში, რომელმაც აღნიშნული სტატსუი მიიღო. აქ შეფი დურან ოზდემირი ავითარებს თითქმის დავიწყებულ რეცეპტებს თანამედროვე ტექსტურებითა და საინტერესო გემოებით. რესტორანი მდებარეობს UNESCO-ს სიაში შეტანილ ქაიაქაფის ტერიტორიაზე.
Araf (სტამბული) — ამ რესტორანში შეფები ქენან და პატარ ქორგან ჩეთინქაიები ქმნიან პატარა, ატმოსფერულ სივრცეს ღია ცეცხლზე მომზადებული უგემრიელესი კერძებით. მთავარი აქ გემოს სიწმინდე და ტექნიკის უნაკლოებაა.
Mezra Yalıkavak (მუღლა) —მუღლაშიც, იალიკავაკის გარეუბანში მდებარე ულამაზეს დაწესებულებაში მდებარე „მეზრა იალიკავაკს“ შეფ-მზარეული სერჰათ დოგრამაჯი ხელმძღვანელობს. შეფ-მზარეული დაცულ თურქულ პროდუქტებსა და წინაპრების კულინარიული ტექნიკის გამოყენებით შექმნილ მენიუს გთავაზობთ.
ამ განახლებებით, თურქეთში MICHELIN-ის ერთვარსკვლავიანი რესტორნების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
16 ახალი Bib Gourmand
Bib Gourmand-ის ჯილდო, რომელიც Michelin-ის გზამკვლევმა 1997 წელს დააწესა, აღიარებს შერჩეულ რესტორნებს, რომლებიც შესანიშნავ საკვებს ხელმისაწვდომ ფასად და საუკეთესო მომსახურებით გვთავაზობენ. ეს დაწესებულებები მოიცავს სამზარეულოს ფართო სპექტრს. ამჟამინდელი სია მოიცავს 39 Bib Gourmand-ს, მათ შორის — 16 ახალი ობიექტი სტამბოლში, იზმირში, მუღლასა და კაპადოკიაში.
კაპადოკიიდან ხუთი ახალი ობიექტი მოხვდა სიაში. მათ შორის Babayan Evi, რომელმაც ერთდროულად მიიღო მწვანე ვარსკვლავი (Green Star) — რეგიონის მიწისადმი პატივისცემისა და გულუხვი ტრადიციული კერძების გამო.
აღსანიშნავია, რომ Green Star აღნიშნავს რესტორნებს, რომლებიც გამორჩეულად ახორციელებენ მდგრად და ინოვაციურ პრაქტიკებს.
2026 წლისთვის ამ მხრივ, ოთხი რესტორანი აირჩიეს:
TURK FATİH TUTAK (სტამბოლი)
Orfoz (მუღლა)
Teruar Urla (იზმირი)
Babayan Evi (კაპადოკია)
ეს მისამართები უნდა ითქვას, რომ წარმოადგენენ თანამედროვე გასტრონომიას.
სამი სპეციალური MICHELIN-ის ჯილდო
2026 წლის სიაში MICHELIN Guide Türkiye განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამი სპეციალური ჯილდოს გადაცემას ადამიანებისთვის, რომელთა ოსტატობას, ერთგულებასა და ხედვას რესტორნების გამოცდილების გამდიდრება და გამრავალფეროვნება შეუძლია.
MICHELIN Young Chef Award 2026 — Duru Akgül ( მუღლა)
29 წლის დურუ აქგიულმა წლევანდელი ახალგაზრდა შეფის ჯილდო მიიღო. მისი სამზარეულო გამოირჩევა ტექნიკით, რეგიონთან კავშირითა და საერთაშორისო გამოცდილებებით.
MICHELIN Sommelier Award 2026 — Ersin Topkara (Neolokal, სტამბოლი)
ერსინ თოფქარამ მიიღო წლის სომელიეს ჯილდო Neolokal-იდან. მისი ღვინის მენიუ Türkiye-ს ვენახების პოტენციალს ძალზე ეფექტურად წარმოაჩენს. ინსპექტორები შთამბეჭდავად მიიჩნევენ მის უნარს, ღვინოებით როგორც კერძებს, ისე თავად რესტორნის ისტორიას მოუყოს თვალი. ის გამოირჩევა სენსიტიური გემოთი და თურქული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის ერთგულებით.