Michelin Guide-მა თურქეთში საქმიანობა 2022 წელს დაიწყო, როდესაც პირველად გამოაქვეყნა სტამბოლში მდებარე საუკეთესო რესტორნების ოფიციალური სია. მოგვიანებით ამ სიას იზმირისა და მუღლას რესტორნებიც დაემატა, ხოლო 2025 წელს გზამკვლევში 18 რესტორნით კაპადოკიაც შევიდა - რაც ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მიწით, ტრადიციითა და ოსტატობით შექმნილი გასტრონომია
კაპადოკია სტუმრებს არა მხოლოდ თავგადასავლებს, არამედ დაუვიწყარ კულინარიულ გამოცდილებებსაც სთავაზობს, რაც მას უნიკალურ გასტრონომიულ დანიშნულების ადგილად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კერძები საუკუნეების წინანდელი რეცეპტების საფუძველზე, ორგანული პროდუქტების გამოყენებით მზადდება.
კაპადოკიის ეს აღიარება მხოლოდ MICHELIN-ის ვარსკვლავებითა და „მწვანე ვარსკვლავით“ არ შემოიფარგლება. კაპადოკია ასევე გთავაზობთ Bib Gourmand-ისა და MICHELIN-ის მიერ რეკომენდებული რესტორნების მდიდარ არჩევანს, მათ შორის ქალთა კოოპერატივებს, საოჯახო ბიზნესებსა და მრავალწლიანი ტრადიციების მქონე ადგილობრივ კვების ობიექტებს, რომლებიც თაობების განმავლობაში ერთგულად ინარჩუნებენ საკუთარ სტილსა და რეცეპტებს. ელიტარული, თანამედროვე რესტორნებიდან დაწყებული ტრადიციული ადგილობრივი სასადილოებით დასრულებული - თითოეული მათგანი საკუთარ ისტორიას ჰყვება და დაუვიწყარ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. მაშ, როგორი კულინარიული თავგადასავლები ელით სტუმრებს კაპადოკიის MICHELIN-ის გზამკვლევის რესტორნებში?
კაპადოკიის კულინარიული ტრადიცია
კაპადოკია მხოლოდ საოცარი ლანდშაფტითა და ბუნებით არ არის ცნობილი. მისი მიწა მდიდარია "ბუნებრივი ინგრედიენტებით", რაც თითოეულ კერძში იგრძნობთ. ადგილობრივი რესტორნები აქტიურად იყენებენ რეგიონში მოყვანილ პროდუქტებს და ტრადიციულ რეცეპტებს მათ მოსამზადებლად, რის შედეგადაც სტუმრები ნამდვილ, ავთენტურ გემოს ეცნობიან.
მაგალითად, აქ შეხვდებით გარგარით მსუბუქად დამტკბარ ჩაშუშულ კერძებს და სახლში დამზადებულ "ერიშთეს" (erişte - პასტა), რომელიც გოგრის თესლთან ერთად მიირთმევა. ეს კერძები ქმნის უნიკალურ გამოცდილებას და პირდაპირ გადმოსცემს რეგიონის ბუნებრივ გემოებს.
კაპადოკიის კულინარიული კულტურა მჭიდროდ უკავშირდება თურქულ და ანატოლიურ ტრადიციებს. სწორედ ამიტომ, აქ მომზადებული კერძები არა მხოლოდ გემრიელია, არამედ პარალელურად სტუმრებს რეგიონის ისტორიასა და კულტურას აცნობს.
განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ტესტი ქაბაბი (testi kebabı ) — თიხის ქოთანში, თანდირის ღუმელში მომზადებული ქაბაბი. მიტანისას ქოთანს სტუმრების თვალწინ ამტვრევენ, რის შედეგადაც ორთქლში გახვეული ცხელი კერძი მაშინვე სუფრაზე ხვდება და ეს პროცესი თავად ხდება კულინარიული გამოცდილების ნაწილი.
სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ასევე:
- "ქაისი იაჰნისი (kayısı yahnisi) - ხმელი გარგარისა და ხორცის ნაზავი, ჩაშუშული ხის ღუმელზე;
- გატენილი კომში -დაფქული ხორცით, თხილითა და შევსებული სანელებლებით ;
- „აღფაქლა“ (ağpakla ) - თიხის ქოთანში მომზადებული თეთრი ლობიოსა და ნაზი ხორცის კერძი.
კულინარიული მოგზაურობა სრულდება ტრადიციული დესერტებით:
"ინჯირ იაღლამასი" ( incir yağlaması -კარაქში მომზადებული ლეღვი), გოგრის დესერტი, "დოლაზი" (dolaz - ფქვილის ჰალვა კარაქით) და "ურგიუფის სტილის"„დამათ ბაქლავა“( Ürgüp-style Damat baklava).