GE
AktualMed.ge

UEFA Europa League-ის ფინალი და სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობები

Maraqlı - 8 iyn 2026
UEFA Europa League-ის ფინალი და სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობები

სტამბოლმა 2026 წლის UEFA Europa League-ის ფინალს უმასპინძლა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის ცენტრად იქცა. 20 მაისს, ბეშიქთაშ პარკზე, გერმანული „ფრაიბურგი“ და ინგლისური „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩისთვის ქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით გულშემატკივარი ეწვია, ხოლო სტამბოლის ქუჩები, სანაპიროები, კაფეები და მოედნები ნამდვილ საფეხბურთო ფესტივალს დაემსგავსა.

თუმცა, ფინალი მხოლოდ მატჩით არ შემოიფარგლა. სტამბოლმა სტუმრებს გაცილებით მეტი შესთავაზა - მდიდარი ისტორია, მრავალფეროვანი სამზარეულო, გასართობი სივრცეები და ბოსფორის შთამბეჭდავი ხედები.  

ფეხბურთი და ისტორია ერთ ქალაქში

სტამბოლი ფეხბურთისა და ისტორიის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ  ქალაქის ისტორიულ ნახევარკუნძულზე მდებარეობს ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა აია სოფია, ლურჯი მეჩეთი, თოფქაფის სასახლე და ბაზილიკა ცისტერნა.    ასევე, ქალაქის განსხვავებული მხარის სანახავად ბევრი სტუმარი ასევე სტუმრობდა ბალათისა და ფენერის ისტორიულ უბნებს, რომლებიც ფერადი სახლებითა და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა.

სტუმრების დიდი ნაწილი ასევე სტუმრობდა პრინცის კუნძულებს,  რომელიც მშვიდი გარემოთი, ბუნებითა და ძველი ხის ვილებით არის ცნობილი. საგულისხმოა ისიც, რომ გაზაფხულზე განსაკუთრებულად ლამაზი იყო ქალაქის პარკებიც, მათ შორის  გულჰანეს პარკიც.

შოპინგი სტამბოლში

შოპინგის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო გრანდ ბაზარი, სადაც სუვენირების, კერამიკისა და ხელნაკეთი ნივთების დიდი არჩევანია. ასევე პოპულარული იყო ბაზარი - Spice Bazar, რომელიც სანელებლებით, ჩაითა და თურქული ტკბილეულით იზიდავს სტუმრებს. თანამედროვე შოპინგის მსურველები კი ნიშანთაშისა და ტაქსიმის უბნებს სტუმრობდნენ.

თურქული სამზარეულო და საფეხბურთო ატმოსფერო

სტამბოლში ჩასულ  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ემინონუს ცნობილი თევზის სენდვიჩები, ზღვის პროდუქტები, ტრადიციული მეზეები, თურქული რაქი და ადგილობრივი ღვინოები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტრადიციული მეიჰანეები, სადაც ადგილობრივი კერძებისა და სასმელების დაგემოვნება იყო შესაძლებელი.

 

სად იკრიბებოდნენ გულშემატკივრები?

ფინალის დღეებში ყველაზე ხალხმრავალი ადგილები იყო ისტიკლალის ქუჩა და ბეშიქთაშის ბაზარი.  ეს ადგილები, სადაც  სავსე იყო ბარები, კაფეები და პაბები,  გულშემატკივრების მთავარ თავშეყრის ადგილებად იქცა, სადაც ისინი ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.