თურქულ სამზარეულოში საუზმეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ტრადიციულ თურქულ საუზმეზე არა ყავას, არამედ ჩაის მიირთმევენ, ყავას კი საუზმის დასრულების შემდეგ სვამენ. საუზმე თურქულად ასე ჟღერს - „ქაჰვალთი“, ანუ „ქაჰვე ალთი“ , რაც ნიშნავს „ყავის წინ“. იგი საკვების მიღების ჩარჩოს ცდება და ერთგვარი კულტურული რიტუალის ფუნქციას ითავსებს.
თურქული საუზმის კულტურა : მხოლოდ ის რად ღირს, როცა დილით საუზმისთვის უგემრიელეს ბორექებს, იგივე ღვეზელებს აცხობენ, რომლის შიგთავსი ზოგჯერ ყველით, ზოგჯერ კი, ისპანახითაა დამშვენებული. თქვენ ნახავთ რამდენიმე სახით მომზადებულ კვერცხს, სხვადასხვა სახეობის ზეთისხილს, კიტრისა და პომიდვრის სალათას, რომლითაც საუკეთესო კერძებს ამზადებენ და ყველის ნაირსახეობებს. ასევე შეიძლება იყოს თაფლი, ჯემი და შედედებული კრემი და სხვ.
ადგილობრივი თურქული საუზმე: ეგეოსი, შავი ზღვა, ვანი და გაზიანთეპი
ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვის რეგიონებში საუზმეს ემატება ბევრი ცოცხალი მწვანილი და რაც ყველაზე მთავარია, მრავალი სახეობის მურაბა და ჯემი. ისინი მზადდება ადგილობრივი პროდუქტებსგან, რომლებიცაა გარგარი, ლეღვი, მარწყვი, შავი თუთა, კომში, ბროწეული, მანდარინის კანი, ვარდი და სხვ. ამასთან, ეგეოსური საუზმისთვის ახალი ხაჭო და მწვანილიიანი ნამცხვრები შეუცვლელია.
შავი ზღვის რეგიონში თურქული საუზმე სავსეა ადგილობრივი დელიკატესებით, როგორიცაა მწნილი, სიმინდის პური, ლაზური ცომი. აქ უდაოდ უნდა გაგვახსენდეს საუზმის განუყოფელი დესერტი მიჰლამა, რაც ადგილობივი რეგიონში მოყვანილი სიმინდისგან, კარაქისგან და ყველისგან და თაფლისგან მზადდება.
გაზიანთეპი, რომელიც გასტრონომიის სფეროში იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში ადგილს იკავებს, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტურისტებში. მისი საუზმის სუფრა ძირითადად მოიცავს ბეირანის წვნიანს (Beyran Çorbası) , ღვიძლს, ქაბაბსა და მიჰლამა, რაც ენერგიული დღის საუკეთესო დასაწყისია.
ვანი - ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, აღმოსავლეთის მარგალიტი, რომლის მდიდარ საუზმესაც უნიკალური ადგილი უკავია თურქულ სამზარეულოში. აქ დაგხვდებათ ვანის ტრადიციული ფუნთუშები, ფქვილითა და კარაქით მოხარშული კვერცხები (Murtuğa), ჰალვა, უძველესი დესერტი ქავუთი და სხვ.