თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქართველმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა ვანის ტბაზე, აკდამარის კუნძულზე აღმართულია წმინდა ჯვარის ეკლესია - მუზეუმი მოვინახულეთ.
აკდამარის წმინდა ჯვარის ეკლესია - მუზეუმი
ის წარმოადგენს სომხური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს.
ტაძარი აშენდა 915–921 წლებში ხუროთმოძღვარ მანუელის მიერ, ვასპურაკანის სომეხი მეფის, გაგიკ I-ის ბრძანებით.
თავდაპირველად ის სამეფო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენდა.
საუკუნეების განმავლობაში (1116–1895 წლებში) აქ ფუნქციონირებდა აკდამარის საკათოლიკოსო
ეკლესია აგებულია მოწითალო ანდეზიტის თლილი ქვით. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანია, გარედან კი გამოირჩევა უნიკალური, მდიდრული ბარელიეფებითა და ქვაზე კვეთილობით, სადაც გამოსახულია ბიბლიური სცენები ( ადამი და ევა, დავითი და გოლიათი, იონა წინასწარმეტყველი და სხვ.).
1915 წლის მოვლენების შემდეგ ტაძარი მიატოვეს.
1951 წელს ის დანგრევას გადაარჩინა თურქმა მწერალმა იაშარ ქემალმა.
2005–2007 წლებში თურქეთის კულტურის სამინისტრომ აქდამარის ეკლესიას ჩაუტარა რესტავრაცია და დღეს ის მოქმედებს როგორც მუზეუმი, სადაც წელიწადში ერთხელ, სექტემბერში, სომხური ლიტურგიის ჩატარებაა ნებადართული.
2015 წლიდან შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში