GE
AktualMed.ge

აღმოაჩინეთ ანტალია საუკეთესო საფეხმავლო მარშრუტებით

Maraqlı - 12 iyn 2025
აღმოაჩინეთ ანტალია საუკეთესო საფეხმავლო მარშრუტებით

ანტალიას - თურქული რივიერას კაშკაშა ვარსკვლავს საზღვაო დასვენებისთვის  ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.   სანაპირო ზოლის გარდა, ანტალია ასევე ნამდვილი სამოთხეა ლაშქრობის მოყვარულთათვის. აქ არის საოცარი საფეხმავლო ბილიკები, რომელთა მეშვეობითაც ტურისტები სწავლობენ კურორტს და ათვალიერებენ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს.   ეს მარშრუტები შესანიშნავი გზაა ქალაქისა და რეგიონის ახალი კუთხიდან შესასწავლად.  

ლიკიის გზა

გრძელ საფეხმავლო მარშრუტს, რომელიც იწყება ფეთჰიედან და გრძელდება ანტალიამდე, ლიკიის ბილიკი ეწოდა. მისი შესწავლა 1992 წლიდან დაიწყეს. ლიკიის გზა 540 კმ სიგრძისაა.  ტყეებით გარშემორტყმული ეს რეგიონი ასევე ყურადღებას იპყრობს თავისი უძველესი ქალაქებით, რომელთა ნაწილიც იუნესკოს მემკვიდრეობის არამატერიალურ სიაშია შეყვანილი.    მაგალითად, მარშრუტზე შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა   ქსანთოსი (Xanthos),  ლეტოონი (Letoon) და უძველესი ოლიმპოსი (Olympos).

ლაშქრობის გარდა, ლიკიის გზა სპორტული თავგადასავლების მოყვარულთათვისაც იდეალურია: შეგიძლიათ დაისვენოთ სანაპიროებზე,  იცურაოთ ხმელთაშუაზღვის კამკამა  წყლებში, პარაპლანით გადაუფრინოთ ბაბადაღის მთას (Mount Babadağ) ოლუდენიზში და აღმოაჩინოთ წყალქვეშა სამყარო კაშში — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო დაივინგ ლოკაციაში, საინტერესოა აქ არსებული კარაინისა და დამლათაშის მღვიმეები, კანიონები, ეროვნული პარკები და სხვ.  ლიკიის ბილიკი სხვადასხვა წყაროების მიერ დასახელებულია მსოფლიოს 10 საუკეთესო საფეხმავლო მარშრუტს შორის.

წმინდა პავლეს ბილიკი - „ქრისტიანობის ისტორიული ბილიკები“

ასევე ანტალიის საზღვრებში მდებარეობს თურქეთის მეორე გრძელი საფეხმავლო მარშრუტიც.  ლიკიის  გზის მსგავსად, წმინდა პავლეს ბილიკი მოლაშქრეებს შორეულ წარსულში ამოგზაურებს.  ეს არის წმინდა პავლეს გზა, რომელიც მიჰყვება იმ მარშრუტს, რომელიც წმინდა პავლემ გამოიყენა ძველად ანატოლიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად.  ეს 500 კილომეტრიანი მარშრუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანული მემკვიდრეობისთვის და ღრმა სულიერ და კულტურულ გამოცდილებას გვთავაზობს.

ლაშქრობის დრო დაახლოებით 27 დღეა და გზა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა. იგი გადის მწვანე ტყეებზე, ძველ რომაულ გზებსა და იმ ბილიკებზე, რომლითაც წმინდა პავლე თავის პირველ მისიონერულ მოგზაურობას ასრულებდა მცირე აზიაში.  მოლაშქრეებს საშუალება ეძლევათ, დარჩნენ ტრადიციულ სახლებსა და მთის საოცარ  სოფლებში, აგრეთვე გამოსცადონ კარვებით ღამის გათევა. მარშრუტის პირველი ნაწილი იწყება პერგედან (Perge), გადის კურსუნლუს ჩანჩქერზე( Kurşunlu Waterfall) და მთავრდება ისპარტის სუთჩულერის ოლქში (Isparta’s Sütçüler district). მეორე ნაწილი კი ასპენდოსიდან იწყება და გადის ქიოფრიულუს კანიონზე (Köprülü Canyon) — რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაციაა რაფტინგისთვის.    გაერთიანებული გზა გრძელდება ულამაზესი  ეგირდირის ტბიდან (Lake Eğirdir) იალვაჩამდე (Yalvaç) — თურქეთის რიგით მეთვრამეტე Cittaslow-ს წევრ ქალაქამდე.

პისიდიის (Pisidia ) მემკვიდრეობის ბილიკი: არქეოლოგიური მარშრუტი ტავრის მთებში

პისიდიის მემკვიდრეობის ბილიკი ანტალიის უძველეს ლანდშაფტებში კიდევ ერთი სალაშქრო მარშრუტია. ის გადაჭიმულია უძველეს პისიდიაზე — თანამედროვე ჩრდილოეთ ანტალიის მთიან რეგიონზე — ტავრის მთებსა და ადგილობრივ ტყეზე, სადაც სოფლის ცხოვრება დღესაც შენარჩუნებულია. აღსანიშნავია, რომ ეს 350-კილომეტრიანი ბილიკი მოიცავს რვა ძირითად მარშრუტს.

როგორც მისი სახელწოდება მიგვანიშნებს, პისიდიის მარშრუტი გადის მრავალი უძველესი პისიდიური ქალაქის ნანგრევებზე, მათ შორის საგალასოზე Sagalassos, რომელიც  ცნობილზე თავისი შესანიშნავი ანტონინეს შადრევნით არის ცნობილი. ის თითქმის 2000 წელია, რაც  მოქმედებს.  მოლაშქრეები ასევე გაივლიან იმ მონაკვეთებს, რომლებიც ემთხვევა წმინდა პავლეს მარშრუტს, მაგალითად კიოპრიულუს კანიონს( Köprülü Canyon),  სელგესა  (Selge) და ისპარტის ეგირდირის ტბას ( Lake Eğirdir).