შავი ზღვა ესაზღვრება ექვს ქვეყანას, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის თურქეთი. შავი ზღვის თურქეთის რეგიონი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სინოპის, სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზეს, ართვინისა და კასტამონუს პროვინციების სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ულამაზესი ბუნების, მდიდარი ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. აქ არის უამრავი მოსანახულებელი ადგილი, რომელიც სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებთ!
ორდუ: თავისი კაშკაშა სანაპირო ზოლით, აყვავებული ბუნებით, მარადიული ისტორიული ადგილებითა და უგემრიელესი კერძებით ორდუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია შავი ზღვის რეგიონში. ორდუს მთიანეთი თავის ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა ქემფინგი, ლაშქრობა და სხვ. აღსანიშნავია, რომ ჩამბაში, ფერსემბე და ქეიფალანი ორდუს სამი ყველაზე ცნობილი პლატოა. თვითონ სახელწოდება „ორდუ“ მას შემდეგ გამოიყენება, რაც ამ ქალაქსა და მის შემოგარენში თურქი მოსახლეობა მომრავლდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც ბერძნები და სომხები წარმოადგენენ. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ კი აქ თურქმა მოსახლეობამ იმატა. დღეს ისინი უმრავლესობაში არიან, თუმცა ქალაქი თავისი ტრადიციებით მაინც ინარჩუნებს რამდენიმე კულტურის სინთეზს. ეს ყველაზე მეტად სამზარეულოსა და ფოლკლორში გამოიხატება, რადგან დღესასწაულებსა თუ სეზონურ ბუნებასთან დაკავშირებულ ცერემონიებზე ქემენჩეს, დოლ-ზურნას, კლარნეტს, იგივე გირნათას უკრავენ და ცეკვებსაც მხოლოდ ორდუს რეგიონისთვის დამახასიათებელი, შავიზღვისპირეთის კულტურის აურა დაჰკრავს. აქაური ცეკვები წააგავს კავკასიურ, უფრო მეტად კი ქართულ ხორუმსაც, რომელსაც იქ ჰორონს ეძახიან.
გირესუნი: გირესუნი მსოფლიოში ცნობილია თხილით, ალუბლით, გრძელი სანაპირო ზოლით, მწვანე პლატოებითა და მდიდარი ისტორიული წარსულით.
გირესუნი დაარსდა მილეტის კოლონიების მიერ, რომლებსაც სურდათ ესარგებლათ შავი ზღვის მდიდარი მინერალური მარაგებით. ისტორიის მანძილზე ის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ქალაქი და ექვემდებარებოდა ისეთი სახელმწიფოების მმართველობას, როგორიცაა რომი, ბიზანტია, სელჩუკები და ოსმალეთ